Lola's pov:- რას აკეთებ? - გაოცებისგან ლამის პირი დავაღე და გველნაკბენივით შევხტი. ყველაფერს ველოდი, მაგრამ მისგან ასეთ საქციელს, ნამვდილად ვერ წარმოვიდგენდი.
- შენ თვითონ რას აკეთებ ლოლა? - მსუბუქად დამიყვირა და მხრებში ხელები მომიჭირა.
- ხელი გამიშვი! - ჩემი ძალებით ვეცადე, რომ მისგან განვთავისუფლებულიყავი, თუმცა ყოველ ცდაზე კიდევ უფრო მიჭერდა. მაგრამ მივხვდი, არ უნდოდა, რომ მტკენოდა და როგორც კი წინააღმდეგობის გაწევა შევწყვიტე, ხელები მაშინვე დაამაშვიდა.
- მითხარი, მართალია, რაც დღეს რესტორანში თქვი? მართალია ის, რაც მოვისმინე? - ჩასისხლიანებული თვალებით დამაშტერდა და ჩემი პასუხის მოლოდინში გულ-მკერდი ხშირი სუნთქვისგან ძალიან სწრაფად აუდ-ჩამოუდიოდა.
- შენი საქმე არ არის..
- უბრალოდ მიპასუხე ამ დაწყევლილ კითხვაზე! იმ ნაბიჭვარს მართლა ხვდები?
- ვერ ვხვდები, რატომ გაინტერესებს? - კითხვა შევუბრუნე და ინტერესით დავაკვირდი.
- ლოლა, კითხვაზე მიპასუხე!
- იცი რას გეტყვი? - ძლიერად გამოვქაჩე ჩემი მკლავები და მისი ხელებიდან თავი გავინთავისუფლე - შენს ცხოვრებას და საქმეს მიხედე. არანაირად არარის შენი საქმე ის, თუ მე ვისთან მაქვს ურთიერთობა. როდის უნდა გაქრე ჩემი ცხოვრებიდან?
- ვერასდროს გავქრები შენი ცხოვრებიდან და შენ ეს ჩემზე კარგად იცი..
- ეს ყველაზე დიდი სისულელეა, რაც კი ოდესმე მომისმენია - მართალს ამბობდა, მაგრამ ვეცადე ირონია ჩამექსოვა ჩემს სიტყვებში - შენ ჩემთვის აღარ არსებობ კიმ სოკჯინ, ამიტომ შეეშვი ჩემს ცხოვრებაში ქექვას და საკუთარს მიხედე. - ზურგი ვაქციე და წასვლა დავაპირე, მაგრამ როგორც კი საპირისპირო მხარეს წასვლა ვცადე, ზურგს უკნიდან მკლავით დამიჭირა და კვლავ მისკენ მიმაბრუნა.
YOU ARE READING
ერთადერთი დღით || K.S.J
Fanfictionკონტრაქტი, რომელიც უმსხვილეს ბიზნესმენს სოკჯინს და ულამაზეს ლექტორს ლოლას ერთმანეთთან აკავშირებს, მხოლოდ ხორციელ ურთიერთობას მოიცავს. მაგრამ, რა მოხდება, როდესაც ქალს მამაკაცის მიმართ აკრძალული გრძნობები უჩნდება?! __________________________________...