4. When we met

1.3K 103 36
                                    

Flashback to the past
LOLA's pov

ღრმა ფიქრებში ჩაძირული ვზივარ ბართან და ირგვლივ ვერაფერს ვარჩევ, რადგან ჩემს გარშემო ყველაფერი დაბლარულია. არაფერი მესმის, ძალას ვერ ვიკრებ, რომ ტკივილს გავუძლო. არ შემიძლია ხალხის სახეების დანახვა და მათზე ბედნიერების ამოკითხვა. ყველაფერი ერთფეროვანი და მოსაწყენია, ისევე როგორც ჩემი ცხოვრება.

- მისთვის იმდენად არასასურველი და ულამაზო ვარ, რომ უბრალოდ თავის შეწუხეებაც არ შეუძლია, რათა მომწეროს და გამაფრთხილოს, რომ აღარ მოდის შეხვედრაზე? - დამწუხრებულმა ვუთხარი ჩემს თავს, რაც ხმამაღლა ნათქვამი გამომივიდა.

სწორედ მიხვდით. ველოდებოდი ბიჭს, რომელთანაც პაემანი მქონდა დანიშნული, თუმცა უკვე მეორე უსარგებლო საათი გადიოდა მის ლოდინში.

- შენ საკმარისზე მეტად ლამაზი ხარ და შემიძლია ისიც თამამად ვთქვა, რომ ამ ბარში მყოფ ყველა გოგონაზე მეტად ლამაზიც კი - ჩემს გვერდით, ბართან მჯდომი მამაკაცის ხმა მომესმა ძალიან ახლოს.

თავი უხალისოდ გავაბრუნე და შევხედე მის მომაკვდინებლად სიმპათიურ სახეს. მაღალი სხეული, გიშერივით შავი მზინავი თმა, სისხლისფერი ტუჩები და ფიფქიასავით თეთრი კანი მის იდეალურობას მკვეთრად გამოხატავდა.

- ეს ტყუილია! - მზერა მოვაშორე და კვლავ ჩემს უბედურებაზე დავიწყე ფიქრი, მაგრამ იმის მაგივრად, რომ არაფერი ეპასუხა და მარტო დავეტოვებინე ჩემს პრობლემასთან, საუბარი გააგრძელა

- ამის თქმა დანამდვილებით შემიძლია. - თქვა მაშინ, როდესაც ჩემი მზერა მის თითებზე შეჩერდა. ნატიფი გრძელი და თლილი თითები ჰქონდა, რომლებსაც ვისკის ჭიქზე დაასრიალებდა. იმდენად მიმზიდველი, რომ სურვილი გკლავდა შენი თითები ამ თითებში აგეხლართა.

- მაშინ რატომ არ ცდილობს? - ვთქვი ხმადაბლა და პირდაპირ შევხედე. ჩემსკენ მთლიანი ტანით მობრუნდა და გამჭოლი მზერით შემხედა.

ერთადერთი დღით || K.S.JWhere stories live. Discover now