Lola's pov:
ჩემს კაბინეტში ვიჯექი და იმ მოვლენებზე ვფიქრობდი, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში მოხდა ჩემს ცხოვრებაში. ზუსტად ამ დროს, კარზე ფრთხილი კაკუნი მომესმა, რომელმაც მაიძულა ფიქრებისაგან გამოვრკვეულიყავი და მოსულზე შემოსვლის ნებართვა დამერთო
- შემობრძანდით - ჩემი ხმა ექოსავით გაისმა მთელს კაბინეტში
- გამარჯობა - კარში ჯონგუკი გამოჩნდა და დაბნეული დიდი შავი თვალები მორცხვად შემომანათა
- გამარჯობა ჯონგუკ - სალამზე თბილი ღიმილით ვუპასუხე
- შეიძლება? - მკითხა დაბალი ხმით
- რათქმაუნდა, შემოდი - შემოსვლის ნება დავრთე და ჩემი მაგიდის პირისპირ მდგარ სკამზე მივუთითე.
მოვიდა წყნარად და ხმაამოუღებლად დაჯდა ჩემს წინ
- რამე მოხდა ჯონგუკ?
- იცით მე ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს ჩვენი ბოლო საუბრის შემდეგ.. - თვალები ამარიდა და თავი დაბლა დახარა
- ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ ამ თემას დავივიწყებდით?
- მე ამას ვერ შეგპირდებით - თავის ნერვიულად მოთამაშე თითებს დაჰყურებდა
- მომისმინე ჯონგუკ, შენ ჩემი სტუდენტი ხარ, მე კი შენი ლექტორი. მითხარი როგორ შეიძლება მე და შენ სწავლის გარდა ერთმანეთთან რაიმე გვაკავშირებდეს? - ეს თემა ძალიან მაწუხებდა, მაგრამ მის გამოც ცუდად ვგრძნობდი თავს, რადგანაც ძალიან კარგად მესმოდა რას ნიშნავდა ცალმხრივი სიყვარული
- არ გეთანხმებით მის ლოლა - მზერა გამისწორა და ამჯერზე მოურიდებლად შემხედა. ისეთი გრძნობა გამიჩნდა, თითქოს მორცხვ ჯონგუკს გაბედული ჯონგუკი უტევდა და ცდილობდა ჩემთან თავისი პოზიცია მტკიცედ დაეცვა
- დედად გეკუთვნი ჯონგუკ, შენ კი სიყვარულზე მესაუბრები
- არ მაინტერესებს რამდენი წლით უმფროსი ხართ ჩემზე, მე თქვენს მიმართ რწფელი გრძნობები მაქვს და ძალიან მტკენთ გულს, როდესაც ამ გრძნობებს უარყოფთ - ჯიუტად შემეპასუხა
YOU ARE READING
ერთადერთი დღით || K.S.J
أدب الهواةკონტრაქტი, რომელიც უმსხვილეს ბიზნესმენს სოკჯინს და ულამაზეს ლექტორს ლოლას ერთმანეთთან აკავშირებს, მხოლოდ ხორციელ ურთიერთობას მოიცავს. მაგრამ, რა მოხდება, როდესაც ქალს მამაკაცის მიმართ აკრძალული გრძნობები უჩნდება?! __________________________________...