Lola's pov
ყველაფერი ამ დღეს სრულდება.
მე მოვკვდი.
იმ ნაძირალას ოცნება აუხდა. ვკვდები. ვგრძნობ, რომ მეტს ვეღარ გავუძლებ. ჩემი ორგანიზმი გამოიფიტა. მათ მოტანილ საჭმელს და წყალს პირს არ ვაკარებ, რადგან მირჩევნია შიმშილისგან და წყურვილისგან ამომძვრეს სული, ვიდრე მათი მოწოდებულით ვიცოცხლო.
ერთიანად დაუძლურებულს და გამოფიტულს ჩამძინებია. როდესაც გამეღვიძა, დაბუჟებულ ხელ-ფეხს ვერ ვატოკებდი. კისერზე რაღაც უცნაური შეგრძნება მქონდა. თითქოს ვიღაცამ თავზე ყულფი ჩამომაცვა და ჩემი გაგუდვა სცადა.
არ ვიცი, როგორ ვიზიდავ ამდენ ხიფათს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ, მაინც ყველაფერს გავიღებდი, ოღონდაც შენ არ შეგხვედროდი, კიმ სოკჯინ.
ესღა მაკლდა, სარდაფის ოთხ კედელს შუა გამომწყვდეული უკვე ბოდვა დავიწყე.
არ ვიცი რამდენი ხანია, რაც აქ ვარ. დროის შეგრძნება დიდი ხანია დავკარგე. თუმცა საკმარისი დრო კი მქონდა, რომ საკუთარ არეულ ცხოვრებაზე კიდევ ერთხელ დავფიქრებულიყავი, თუმცა ერთბაშად იმდენ რამზე ვიფიქრე, მემგონი გონებამ მიღილატა, აზროვნების უნარი დავკარგე და მომაკვდავივით დავიწყე ბოდვა.
რა მხრიდანაც არ მოვუარე ჩემს ცხროვრებას, ფიქრებმა ბოლოს ყველგან მაინც სოკჯინთან მიმიყვანა. ამ კაცთან ურთიერთობა ძვირად დამიჯდა. მან ჩემს ცხოვრებას ქარბორბალასავით გადაუარა და ყველაფერი დაამსხვრია. თან წაიყოლა ჩემი გატეხილი გული, გონება, გრძნობები და მშვიდი ცხოვრება.
ვიცოდი, რომ ბედი არასდროს მწყალობდა, მაგრამ არ მეგონა, სულ მთლად ასეთი უბედურება თუ მეწერა. მაშინ, როცა ცალმხრივი სიყვარულით დატანჯულს, როგორც იქნა, საყვარელი კაცი სიყვარულში გამომიტყდა, გამოჩნდა სულით ხორცამდე ბოროტი არსება, რომელმაც ძლივს მოცემული შესაძლებლობა წამართვა, ერთი დღით მაინც ვყოფილიყავი ბედნიერი.
YOU ARE READING
ერთადერთი დღით || K.S.J
Fanficკონტრაქტი, რომელიც უმსხვილეს ბიზნესმენს სოკჯინს და ულამაზეს ლექტორს ლოლას ერთმანეთთან აკავშირებს, მხოლოდ ხორციელ ურთიერთობას მოიცავს. მაგრამ, რა მოხდება, როდესაც ქალს მამაკაცის მიმართ აკრძალული გრძნობები უჩნდება?! __________________________________...