8. fianceé

664 71 46
                                    


ლოლა მაგიდას მიუახლოვდა.

- სანამ მოხვიდოდით, მხოლოდ წითელი მშრალი ღვინო შევუკვეთე, რადგან არ ვიცოდი რისი მირთმევა გენდომებოდათ - თქვა ნამჯუნმა და ლოლას სკამი გამოუწია - შეუკვეთეთ.

- გმადლობთ, არ მშია - სკამზე ჩამოჯდა ლოლა, ნამჯუნი კი თავის ადგილას დაბრუნდა.

- მართალია ჯერ არ გიცნობთ, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს შვილს შესანიშნავი გემოვნება აქვს  - ჩაიღიმა ნამჯუნმა და მზერა ლოლადან ოფიციანტზე გადაიტანა, რომელმაც შავი ღვინო მოიტანა და ჭიქებში მოხდენილად ჩამოასხა.

- უკაცრავად? - ლამის პირი დააღო გოგომ, როცა პირველივე წინადადებაშივე ნამჯუნმა თავხედობა გამოავლინა.

- მაპატიეთ, უბრალოდ ვიხუმრე - ჭიქა აიღო და ერთი ყლუპი ღვინო მოსვა.

ნამჯუნი მეტისმეტად მაღალია, თუ გავითვალისწინებთ კორეელი მამაკაცების უმრავლესობის საშუალო სიმაღლეს. განიერი და ძლიერი მხარბეჭი კი უფრო მატებს სიმაღლეს. ძლიერი ნაკვთები აქვს. მისი სახის მოყვანილობაში, თევზის ფორმის თვალები და სქელი ტუჩები, წარმოუდგენლად სექსუალურ სიმეტრიას ჰქმნიან მის გარეგნობაში.

ბატონ კიმზე არაერთი სტატია დაბეჭდილა, რადგან იგი სამხრეთ კორეაში, და არა მარტო სამხრეთ კორეაში, ერთ-ერთი უძლიერესი კომპანიის "KimFoundation" - ის, მემკვიდრე და მფლობელია

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ბატონ კიმზე არაერთი სტატია დაბეჭდილა, რადგან იგი სამხრეთ კორეაში, და არა მარტო სამხრეთ კორეაში, ერთ-ერთი უძლიერესი კომპანიის "KimFoundation" - ის, მემკვიდრე და მფლობელია.

ნამჯუნზე არაერთი ჭორი დაძრულა ხალხში, განსაკუთრებით მის პირად ცხოვრებაზე. ცნობისმოყვარე ხალხს ისე აინტერესებდა სიმპათიური მილიონერის ცხოვრება, რომ მასზე ახალი ჭორის გასაგებად ეშმაკს სულსაც კი მიჰყიდიდნენ. 

ერთადერთი დღით || K.S.JWhere stories live. Discover now