ლოლამ ჯინს მსუბუქად ჰკრა ხელი და კოცნა გააწყვეტინა.
ისე ბრაზობდა, რომ ლოყები სულ აწითლებული ჰქონდა
- როგორ ბედავ და მკოცნი.. ამის უფლება ვინ მოგცა - გოგო სიბრაზიგან ერთიანად კანკალებდა- მაპატიე, ისე ახლოს იყავი ჩემთან, რომ თავი ვეღარ შევიკავე - იღიმოდა ბიჭი - შენი მონატრების ცდუნებას ვერ გავუძელი..
- არ მაინტერესებს .. გაჩუმდი.. - თქვა ლოლამ მკაცრად და გვერდით მიბრუნდა, რომ აწითლებული ლოყების და აკანკალებული ხელების დამალვა შეძლებოდა
- უნდა წავიდე.. - საწოლიდან წამოიწია ჯინი
- არც კი გაბედო ადგომა - დაემუქრა გოგო
- შენ არ გესმის ლოლა.. აქ ყოფნით საფრთხეს გიქმნი.. - თქვა ნაღვლიანად ბიჭმა და ფეხები ნელ-ნელა გადმოიტანა იატაკზე, მაგრამ არ წამომდგარა
- ვერსად წახვალ.. ძალიან სუსტად ხარ - ლოლამ მუდარის თვალებით შეხედა, მაგრამ ჯინმა თვალი აარიდა მის აწყლიანებულ თვალებს, რადგან ეშინოდა, რომ ეს მზერა გადააფიქრებინებდა
- სერიოზული მტერი მყავს. არ მინდა შენს შესახებ გაიგოს და შენს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს
- მაგიტომაც მითხარი, რომ არავის არ უნდა გაეგო შენი დაჭრის შესახებ?
- ჰო, არავის უნდა გაეგო. ის ძაღლისშვილი საავადმყოფოში ხალხს მომიგზავნიდა და მომკლავდა
- მან დაგჭრა?
- მისმა დაცვამ..
- კარგი, მაგრამ ჩემს სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება!
- კი დაემუქრება, ჩემი მტერი მარტო მე კიარა, ჩემს საყვარელ ადამიანებსაც ერჩის - წამით სიჩუმე ჩამოვარდა, ხოლო შემდეგ ისევ ჯინმა განაგრძო - მან მშვენივრად იცის, რომ ჩემი სისუსტე ჩემი საყვარელი ადამიანები არიან, ამიტომ ჩემს განადგურებას აქედან დაიწყებს!
- მაგრამ მე მაინც არაფერი მემუქრება, რადგან მათში არ მოვიაზრები - სევდიანად გაიღიმა ლოლამ - ახლა კი ადგილზე დაბრუნდი, გაკეთებულ საქმეს მესამედ თავიდან გასაკეთებელს ნუ გამიხდი
YOU ARE READING
ერთადერთი დღით || K.S.J
Fanficკონტრაქტი, რომელიც უმსხვილეს ბიზნესმენს სოკჯინს და ულამაზეს ლექტორს ლოლას ერთმანეთთან აკავშირებს, მხოლოდ ხორციელ ურთიერთობას მოიცავს. მაგრამ, რა მოხდება, როდესაც ქალს მამაკაცის მიმართ აკრძალული გრძნობები უჩნდება?! __________________________________...