რა შეიძლება იმის ცოდნაზე საშინელი იყოს, რომ შენი საყვარელი ადამიანი გრძნობებზე არასოდეს გიპასუხებს.
რა შეიძლება იმაზე მტკივნეული იყოს, როდესაც იცი, რომ არასოდეს გერქმევა მისი ცოლი და ვერც ვერასდროს გექნება ოჯახური იდილია მასთნ.
იტანჯები ამ ფიქრებისაგან და გიწევს რელობას მარტოდმარტო შეეჭიდო თან როცა იცი, რომ გამარჯვება შენს მხარეზე მაინც არ იქნება.
წევხარ მის გვერდით და გრძნობ მისი სხეულის სითბოს. გინდა, რომ ისევე უყვარდე შენც, როგორც შენი სხეული უყვარს.
ყოველი დღის ბოლოს დაინტერესდეს იმით, თუ როგორი დღე გქონდა. ზრუნავდეს შენზე, არ რცხვენოდეს შენი არსებობის, ამაყობდეს შენით და უყვარდე.
თუმცა ეს ყოველივე ისეთივე ფარსია, როგორც ის სინამდვილე, რომ მას არც არასდროს ჰყვარებიხარ და არც არასოდეს ეყვარები.
ამ ყოველივეს გაანალიზება და სიცხადე გოგოსთვის იმდენად მტკივნეულია, ყველაფერ სხვას აზრი ეკარგება მის გარშემო.
- გღვიძავს? - უეცრად იგრძნო როგორ გადმობრუნდა მისკენ ჯინი და ზურგიდან ჩაეხუტა. ბიჭის მშვიდი სუნთქვა ეცემოდა კისერზე. იგრძნო, როგორ მიეკრა რბილი ბაგეები მის ლოყას და იგრძნო თბილი ხელის გულები მუცელსა და წელზე.
გოგომ თანხმობის ნიშნად თავი ოდნავ შეარხია, თუმცა მისკენ არ გაბრუნებულა.
- რატომ დგები სულ ასეთ ცუდ ხასიათზე სექსის შემდეგ? - კვლავ მოესმა მისი ტკბილი ხმა და წამით ამ კითხვაზე დაფიქრდა
- ცუდ ხასიათზე არ ვარ - როგორც იქნა უპასუხა ცოტახნიანი პაუზის შემდეგ და ოდნავ შეირხა
- მაფიქრებინებ, რომ ჩემთან სექსი არ მოგწონს - თქვა ჯინმა და გამოეცალა ლოლას. გოგომ იმ მომენტში მხოლოდ მაშინ იგრძნო, რას ნიშნავდა სიცარიელე, რომელსაც ჯინი უტოვებდა და ამ სიცარიელეს რამხელა ტკივილის მიყენება შეეძლო.
YOU ARE READING
ერთადერთი დღით || K.S.J
Fiksi Penggemarკონტრაქტი, რომელიც უმსხვილეს ბიზნესმენს სოკჯინს და ულამაზეს ლექტორს ლოლას ერთმანეთთან აკავშირებს, მხოლოდ ხორციელ ურთიერთობას მოიცავს. მაგრამ, რა მოხდება, როდესაც ქალს მამაკაცის მიმართ აკრძალული გრძნობები უჩნდება?! __________________________________...