Lola's pov:
- მე ნამჯუნის საცოლე გახლავართ.. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, ბატონო კიმ სოკჯინ - ჩემივე ნათქვამზე გამეღიმა და კიმ ნამჯუნს, ჩემი სტუდენტის მამას გადავხედე, რომელიც, თავის მხრივ, ვერ იკავებდა ღიმილს.
არვიცი, მიხვდა ჩემს რეალურ განზრახვას, თუ ჩათვალა, რომ ვიხუმრე და მაგიტომ ეღიმებოდა.
რამოდენიმე წამის განმავლობაში გავბედე და სოკჯინსაც გადავხედე. მისი მზერა დავიჭირე, რადგან უკვე მიყურებდა. იმდენად დაჟინებით მიყურებდა, რომ მისი მზერა ლამისიყო ტანზე ტატუირებასავით ამომესვირინგებოდა.
კაცი სიბრაზისგან სახეზე წამოჭარხალებული თავის ადგილას ნერვიულად აწრიალდა. იმდენად მომწონდა მისი ასეთ სასოწარკვეთილ მდგომარეობაში, სიბრაზისგან ახურებული სახის ყურება, რომ გადავწყვიტე სიტუაცია განზრახ კიდევ უფრო გამემძაფრებინა და ნამჯუნს ხელი ჩავჭიდე.
ბატონმა კიმმა თავიდან გაკვირვებული სახით შემომხედა, შემდეგ კი თვალები ისე აუციმციმდა, მათში ჩემს ანარეკლიც კი დავინახე. აშკარად სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა ჩემი ქცევით, მე კი კიდევ უფრო მემატებოდა და მევსებოდა კმაყოფილების გრძნობა, როცა ამავე დროს ვგრძნობდი, რომ ჯინი სიბრაზისაგან სადაც იყო ვულკანივით ამოხეთქავდა.
- დიდი ხანია, რაც ერთად ხართ? - უეცრად გაჟღერდა კითხვა, რამაც გამომაფხიზლა და მიმხვედრა იმაზე, რომ ნამჯუნზე ხელი უნდა გამეშვა, რადგან ამ კაცს, ნამდვილად ცუდი წარმოდგენა შეექმნებოდა ჩემზე.
- მაპატიეთ, მე უნდა დაგტოვოთ. სამსახურში უნდა დავბრუნდე. ამ კითხვაზე პასუხს ნამჯუნი გაგცემთ - მშვიდად მივუგე კითხვის დამსმელს, ჯინის მხლებელ ქალბატონს და წასასვლელად წამოვდექი.
ჩემთნ ერთად ნამჯუნიც წამოდგა, რათა გავეცილებინე, მე კი თავი ვერ შევიკავე და მისკენ, სოკჯინისკენ, მზერა მაინც გავაპარე. ისევ მიყურებდა, საყვედურის და სიბრაზის გამომხატველი მზერით. ძალიან კი ცდილობდა, რომ ეჭვიანობის გამომხატველი მზერა დაემალა, თუმცა არ გამოსდიოდა, ყველაზე მეტად, ზუსტად ეჭვიანობა ეწერა სახეზე.
YOU ARE READING
ერთადერთი დღით || K.S.J
Hayran Kurguკონტრაქტი, რომელიც უმსხვილეს ბიზნესმენს სოკჯინს და ულამაზეს ლექტორს ლოლას ერთმანეთთან აკავშირებს, მხოლოდ ხორციელ ურთიერთობას მოიცავს. მაგრამ, რა მოხდება, როდესაც ქალს მამაკაცის მიმართ აკრძალული გრძნობები უჩნდება?! __________________________________...