როცა ადამიანი უნებურად ააშკარავებს თავისი სულის არსს, ვით ოკიანე ღელვის დროს,
როცა ნაპირს გამოაქვს ლელიცა და ქვიშნარიც.ცხოვრებაში ყველაზე მეტად იმედგაცრუების გადატანაა რთული. როდესაც იგებ, რომ რისიც ამდენი ხნის მანძილზე გჯეროდა, ყალბი აღმოჩნდა. როდესაც ადამიანს ენდე და მან გამოგიყენა.
ლოლამ თვალები დახარა და საკუთარ მუხლებს დააშტერდა. აღარ შეეძლო ნამჯუნის შემზარავი მზერის და დამცინავი ღიმილისათვის ეყურებინა.
იმედგაცრუება შხამიანი გველივით შემოეკრა მთელს სულსა და სხეულში. ყოველ ძარღვში საკუთარ გულისცემას გრძნობდა. სუნთქვა უჭირდა.
ესმოდა როგორი სისწრაფით მოძრაობდა სისხლი ყურებში. შოკისაგან გონება ებინდებოდა. სხეულში სიბრაზის ძლიერი ტალღის მოახლოვება იგრძნო, ხოლო ზურგს უკან თოკით შეკრულ ხელებში ძალის მოზღვავება. ისე მაგრად შეკრა მუშტები, რომ ფრჩხილები ხორცში ჩაესო.
გონებაში გაუელვა ნამჯუნის პირველმა გამოჩენამ. მან ყველაფერი ისე მოაწყო, რომ ლოლა თავად გადაკვეთილიყო მასთან. პირელად თავად ლოლა უნდა დაკავშირებოდა და გაცნობოდა მას. ყველაფერი ერთი დიდი ტყუილი იყო, კარგად დადგმული სპექტაკლი. გაიაზრა თუარა ეს ყოველივე, ლოლამ ჩაკიდებული თავი მაშინვე ასწია და წელში ისე გასწორდა, ძვლებს ტკაცანი გაუვიდა.
- შე ორპირო ნაბიჭვარო - ისეთი დაუფარავი ზიზღით მიმართა მის წინ მდგომს, რომ შეუძლებელია სიტყვებით გადმოიცეს
- ყოველთვის ვიცოდი, რომ მოგწონდით მის ლოლა - თავად გაეცინა ნამჯუნს, საკუთარ უბადრუკ ხუმრობაზევე, სკამი მოაჩოჩა და ლოლას პირისპირ დაჯდა
- ჯონგუკი.. - ამ სახელის წარმოთქმისთანავე ყელში ტკივილი და სიმწარე იგრძნო. ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და მასთან ერთად მოწოლილი ცრემლებიც - ჯონგუკი შენ მომიგზავნე?
YOU ARE READING
ერთადერთი დღით || K.S.J
Fanficკონტრაქტი, რომელიც უმსხვილეს ბიზნესმენს სოკჯინს და ულამაზეს ლექტორს ლოლას ერთმანეთთან აკავშირებს, მხოლოდ ხორციელ ურთიერთობას მოიცავს. მაგრამ, რა მოხდება, როდესაც ქალს მამაკაცის მიმართ აკრძალული გრძნობები უჩნდება?! __________________________________...