იგი სივრცეში გაშეშებულივით იდგა სოკჯინისგან ზურგით და გარშემო მყოფი ადამიანების აღარაფერი ესმოდა. მათი საუბარი, ხმები და სიტყვები, უკვე ერთ დიდ გაუგებრობად გადაიქცა მის თავში.
გოგოს მხოლოდ ტკივილის და გაურკვევლობის გრძნობები არ ტოვებდნენ.
ყოველ ჯერზე, როდესაც მის მიმართ მოძალებული გრძნობები და მონატრება შემოუტევდა, მაშინვე მათ ჩახშობას ცდილობდა, მაგრამ საკითხავი ის არის, გამოსდიოდა თუ არა?!
ნატრობდა ახლა აქედან გამქრალიყო და არც არასოდეს გახსენებოდა მომხდარი. უნდოდა გონებიდან და გულიდან ყველა დეტალი წაეშალა, რაც სოკჯინს ახსენებდა. მასთან ერთად გატარებული ყოველი დღეების, საათების, წუთების თუ წამებისათვისაც კი გადაესვა ხაზი.
ლოლას უნდოდა თვალები დაეხუჭა და ენატრა იმ დღის არარსებობა, როდესაც მას პირველად შეხვდა.
ღრმად ამოისუნთქა და სეას სევდიანი თვალებით გადახედა, რომელიც თავის მხრივ დაძაბული უყურებდა ბიძამისს, შემდეგ კი მის ლექტორს და ცდილობდა გარკვეულიყო რა ხდებოდა.
- სეა, შეიძლება მუშაობას შევუდგეთ? სამწუხაროდ ძალიან ბევრი საქმე მაქვს და დრო გადის - ლოლამ ძლივსგასაგონად შეძლო სეასთვის მიმართვა და ჯინი ყველანაირად დააიგნორა.
- რათქმაუნდა პროფესორო, მაპატიეთ, რომ ამდენი ხანი დაგაყოვნეთ. აქეთ წამობრძანდით - გოგომ წიგნებს ხელი დაავლო და ლექტორს მეორე სართულისკენ გაუძღვა.
ლოლა მისგან ისევ ზურგით იდგა და წასვლისასაც არ შებრუნდა. მთელს გულში საშინელი ციებ-ცხელებასავით უვლიდა ტკივილი და განცდები, რომელთა დაფარვასაც მთელი მისი არსებით ცდილობდა.
სეას მშობლებს თავი ოდნავ დაუხარა, მათ ძალით გაუღიმა, მობრუნდა და სტუდენტს უკან გაჰყვა. მართალია ჯინისთვის თვალი არ გაუსწორებია, მაგრამ მაინც იცოდა და გრძნობდა მის თავს ახლა რაც ხდებოდა.
![](https://img.wattpad.com/cover/270172053-288-k682651.jpg)
YOU ARE READING
ერთადერთი დღით || K.S.J
Fanfictionკონტრაქტი, რომელიც უმსხვილეს ბიზნესმენს სოკჯინს და ულამაზეს ლექტორს ლოლას ერთმანეთთან აკავშირებს, მხოლოდ ხორციელ ურთიერთობას მოიცავს. მაგრამ, რა მოხდება, როდესაც ქალს მამაკაცის მიმართ აკრძალული გრძნობები უჩნდება?! __________________________________...