11. The charm

656 86 36
                                    

Lola's pov:

ჯონგუკი სეულის ამბოლატორიულ საავადმყოფოში დააწვინეს. საბედნიეროდ გადარჩა და მძიმე დაზიანებებიც არ მიუღია.

ჯონგუკის მამამ, ბატონმა კიმმა, სამართალდამცავების ჩარევა არ ისურვა და კლინიკაში მოსული პოლიციელები თავის დაცვას უკან გააბრუნებინა. თავიდან გამიკვირდა, როგორ შეძლო პოლიცია ასე მარტივად, ერთი ხელის მოსმით, აერიდებინა თავიდან, თითქოს ისინი მისი მარიონეტები ყოფილიყვნენ, თუმცა შემდეგ, როცა ჩემი გაოცებული გამომეტყველება დაინახა, თავად ამიხსნა, რომ მთავრობაში გავლენიანი მეგობრები ჰყავდა და მათი საშუალებით ირიდებდა თავიდან პოლიციასთან უსიამოვნო კონტაქტს.

ჯონგუკი საავადმყოფოში ჩვენ მივიყვანეთ, მე და ჯინმა. დილის ოთხი საათი იყო. როცა მოსაცდელში ჩემთან ერთად ორი საათი გაატარა, თავიდან არაფერი ვუთხარი, მაგრამ შემდეგ  როცა მივხვდი, რომ წასვლას თავისი ნებით არ აპირება, მე ვთხოვე, რომ წასულიყო, რადგან არ მინდოდა ბატონ კიმს აქ ენახა. ვშიშობდი, რომ ამ ამბის ფონზე, მათ შორის კომფლიქტს დაედებოდა სათავე და მათი ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბებოდა, ხოლო ამის მიზეზი, რათქმაუნდა მე გავხდებოდი.

ამ ყველაფერს ის ფაქტიც ემატებოდა, რომ ისედაც მე ვიყავი ამ ავარიის მთავარი გამომწვევი მიზეზი და ამის გაცნობიერებისას, ყოველ ჯერზე საშინელ მდგომრეობაში ვვარდებოდი. ამიტომ, სიტუაციის ორმაგად დაძაბვის და გაუარესების თავიდან არიდება მინდოდა, მაგრამ  ჯინმა უარი მითხრა და არ წავიდა. მიზეზად კი ის დამისახელა, რომ ჯონგუკზე დარდობდა.

გული შემეკუმშა. ჩემმა გონებამ ვერ გაუძლო და მაინც მაიძულა იმაზე ფიქრი, თუ ახლა სად იყო მისი სამსახურეობრივი მოვალეობა? ახლა რატომ აღარ ეჩქარებოდა შეხვედრებზე? ახლა რატომ გათიშა მობილური, რომ ზარებისთვის თავი აერიდებინა? რატომ ახლა და არა მაშინ, როცა ერთად ვიყავით?!

ერთადერთი დღით || K.S.JWhere stories live. Discover now