როდესაც ლოლა დარბაზში შევიდა, ათასმა თვალმა ისეთი დაკვირვებით დაათვალიერა, თითქოს უძველეს და ძვირფას მუზეუმის ექსპონატს სწავლობდნენ თვალებით.გოგომ ღრმად ჩაისუნთქა და ეცადა უბრალო გულგრილობით დაეიგნორებინა სტუმრების თავხედური ცნობისმოყვარეობა. ირგვლივ მიმიოხედა, რათა უამრავ ხალხში მასპინძელი დაენახა, თუმცა ძებნა გაუადვილდა, რადგან კიმ ნამჯუნი თავად ეახლა მომხიბლავ ქალბატონს და მოკრძალებულად მიესალმა.
- საღამომშვიდობისა მის ლოლა, მიხარია, რომ პატივი დამდეთ და მობრძანდით - მამაკაცმა მოხდენილად გასწია მისკენ ხელისგული და თბილად გაუღიმა.
- გმადლობთ დაპატიჟებისთვის ბატონო კიმ - მკრთალი ღიმილით უპასუხა ლოლამ და კოპწია ხელი გაუწოდა ნამჯუნს.
ნამჯუნმა გოგოს კოხტა და თოვლივით ფითქინა ხელი მის უზარმაზარ ხელში მოიქცია, შემდეგ ღიმილით დახედა, ნაზად მიიტანა ტუჩებთან და იმწამს ლოლამ იგრძნო, როგორ შეეხო კანზე მამაკაცის რბილი და თბილი ტუჩები, რის გამოც ოდნავ გაწითლდა.
ხელზე კოცნის დროს, ბატონმა კიმმა გამჭოლი მზერით შეხედა ლოლას და თვალებით გაიცინა
- თითქმის იდეალური საღამოა - თქვა ნამჯუნმა და ლოლას ავარდისფერებულ ლოყებს ღიმილით შეხედა.- რატომ თითქმის? მშვენიერი გარემოა და ლამაზი მუსიკა ჟღერს. მომწონს, თუმცა სიმართლე გითხრათ, ეს გარემო ჩემთვის უცხოა
- ეტყობა საღამოს წვეულებებზე სიარული არ გხიბლავთ
- შესაძლოა მხიბლავს, მაგრამ ჩემნაირი უბრალო და არაფრით გამორჩეული ლექტორი მაღალი წრის საზოგადოებაში, მაინცდამაინც, სასურველი სტუმარი არ არის - უხერხულად გაიღიმა ლოლამ
- სრულებით არ გეთანხმებით. თქვენ არაჩვეულებრივი მოსაუბრე და ძალიან საინტერესო ქალბატონი ბრძანდებით. ამასთან ერთად საოცრად ნიჭიერი და მომხიბლავი. ვერ ვხვდები, რომელმა საღად მოაზროვნე ადამიანმა უნდა თქვას უარი თქვენს მასპინძლობაზე? - ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან გაბრწყინებული მამაკაცი.
YOU ARE READING
ერთადერთი დღით || K.S.J
Fanfictionკონტრაქტი, რომელიც უმსხვილეს ბიზნესმენს სოკჯინს და ულამაზეს ლექტორს ლოლას ერთმანეთთან აკავშირებს, მხოლოდ ხორციელ ურთიერთობას მოიცავს. მაგრამ, რა მოხდება, როდესაც ქალს მამაკაცის მიმართ აკრძალული გრძნობები უჩნდება?! __________________________________...