- ორი გარდაცვლილი, ორივე გოგო, დილის ათ საათსა და ოცდაშვიდ წუთზე შემოვიდა ზარი უცნობი ნომრიდან, სახლის მისამართი ჩაგვაწერინა და მაშინვე გათიშა, ვერ დაადგინეს მისი ვინაობა, როგორც ჩამს დაფარული ხმით საუბრობდა.
- ადგილსამყოფელი?
- ვერც ადგილსამყოფელი, სიგნალი არსაიდან არ მოდიოდა, გგონიათ რომ მკვლელი იყო?
- არ ვიცი, მადლობა ემილი - ვუთხარი და დანაშაულის ადგილზე შევედი.
- თამარ! - მომესმა ხმა სამზარეულოდან, გავიხედე და ბობი დავინახე.
- ბობ! - ვთქვი ხმადაბლა.
- აქ რა გინდა? - მკითხა ღიმილით.
- ისე, გასართობად შემოვიარე - ყალბად გავუღიმე და მაღლა, მეორე სართულზე ავედი რომ ცხედრები მენახა. საშინელი სანახაობა იყო, ერთერთი გოგონა დაბლა თვალებგახელილი იწვა, მუცელში დანა გაყრილი.
- ემა ერქვა, 25 წლის იყო, ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობით სისხლისგან დაიცალა. მეორე ლილია - ემილიმ მაგიდასთან მჯდარ გოგონაზე მანიშნა, რომელსაც დანები მუხლებში ჰქონდა ჩარჭობილი და თავი მოგრეხილი.
- ამას...
- მივხვდი! - გავაჩერე და ვუთხრაი წასულიყო. - ორივე გვამი გადაიყვანეთ. ამბავს ვინ შეესწრო? - მეზობლები დავკითხე - შემოვიდა ბობი.
- და შენ რატომ დაკითხე? - მასთან მივედი. მან ჩაიცინა.
- რას ნიშნავს რატომ დავკითხე, თამარ? მე ხომ...
- აქ მე ვარ მთავარი დეტექტივი! - იმაზე ხმამაღლა მომივიდა, ვიდრე წარმოვიდგენდი. ბობს ღიმილი შეახმა. - ჩემი უფლების გარეშე არაფერს ხელს არ დააკარებთ და არაფერს მოიმოქმედებთ! ეს თქვენც გეხებათ! - გავხედე მომუშავე პერსონალს - გასაგებია?! მათ მხოლოდ თავი დამიქნიეს.
- გააკეთეთ რაც გითხარით! - ბობს მკაცრად შევხედე და სახლი დავტოვე. გზაზე გადავედი და მოპირდაპირე სახლის კარზე დავაკაკუნე. კარი მოხუცმა ქალმა გამიღო.
- დიახ!
- დეტექტივი ლი! თქვენთან რამდენიმე კითხვა მაქვს მკვლელობასთან დაკავშირებით
- კი მაგრამ მე უკვე ვესაუბრე გამომძიებელს.
- დიახ, მაგრამ ახლა უფრო დაწვრილებით მინდა მიამბოთ. - თავი დამიქნია და სახლში შემიპატიჟა.
- ჩაის ინებებთ თუ ყავას?
- წყალს, გმადლობთ.
- იცნობდით ემას და ლილის?
- ახლოს არა ნამდვილად, ახალი გადმოსულები იყვნენ.
- რაიმე ხმა არ გაგიგიათ?
- არა, ჩემი ქმრის სულს ვფიცავარ, საერთოდ არაფერი არ გამიგია, არც ხმა, არც ყვირილი, საერთოდ არაფერი, მშვიდად მეძინა.
- რაიმე უთანხმოება ხომ არ ქონიათ ვინმესთან და ხომ არ შეესწარით?
- აი, ნამდვილად არა! მაგრამ შეიძლება მარიამ იცოდეს. მისგან იქირავეს ბინა და შეიძლება დაგეხმაროთ, მოიცადეთ ნომერს მოგცემთ - წავიდა და მალე ფურცლით ხელში დაბრუნდა.
- მადლობთ - გავუღიმე და ავდექი.
- ღმერთმა ხელი მოგომართოთ. - თავი დავუქნიე და შემთხვევის ადგილზე დავბრუნდი.
- ამ ნომერზე დარეკეთ და ვინმე მარია განყოფილებაში დაიბარეთ რაც შეიძლება მალე. - ვუთხარი ემილის.
- კარგით, ქალბატონო ლი. - წასვლას აპირებდა, როცა გავაჩერე.
- ემილი!
- დიახ - შემოტრიალდა.
- ეს ზედა გიხდება. - ვანიშნე ყვითელ მაისურზე.
- მადლობთ - თავი დახარა და წავიდა. მის საქციელზე გამეღიმა. მანქანისკენ დავიძარი, უნდა ჩავმჯდარიყავი, როცა შიგნიდან ვიღაცამ დაიყვირა. სასწრაფოდ შევედი სახლში.
- მგონი რაღაც ვიპოვე - თქვა, ერთერთმა მომუშავემ. სარდაფისკენ დაიძრა.
- ხელსაწყოები მჭირდებოდა და ჩამოვედი, კედელზე კი ეს ვნახე. - მანიშმა კედელზე სადაც წითლად ორი ასო "კ" და "ა" ეწერა.
- ეს რას უნდა ნიშნავდეს? - მკითხა ბობმა.
- არ ვიცი - ჩავილაპრაკე და ემილის მივუბრუნდი - თეჰიონს დაურეკე, სასწრაფოდ მოვიდეს და გაიგოს ეს მათი სისხლია თუ არა.
- კარგით. ხომ მართლა... - მობრუნდა უკან - ქალბატონ კესოს ვერ ვუკავშირდები და ვინმე სხვა მოვიყვანო რომ გვამები გამოიკვლიოს?
- არა, ის გააკეთე რაც გითხარი, კესოზ მე მივხედავ - ვთქვი გაბრაზებით, სახლი დავტოვე, მანქანაში ჩავჯექი და კესოს სახლისკენ დავიძარი.
•••
კარზე ძლიერად დავაბრახუნე, მაგრამ არავინ აღებდა, ამიტომ გაბრაზებით ამოვიღე გასაღები და გავაღე კარი.
- კესო! - დავიყვირე სახლში შესვილსთანავე.
- კესო! - ისევ დავიძახე, მაგრამ არ მაგონებდა. სამზარეულოში წყალს მოვკიდე ხელი, საძინებელში შევედი, მძინარე სხეულს საბანი გადავაძრე და წყალი დავასხი.
- რა ჯანდაბას აკეთებ? - დაიყვირა კესომ და წამოდგა.
- გაღვიძებ?
- რა?
- დროზე ადექი. - ფარდები გადავწიე. გარდერობიდან ტანსაცმელი გადმოვიღე და მივუყარე.
- დღეს არ ვმუშოაბ.
- არ მაინტერესებს, უნდა წამოხვიდე, მკვლელობა მოხდა.
- ხომ მაგრამ სხვებიც ხომ არიან არა?
- კი, მაგრამ შენ საუკეთესო ხარ. მალე ადექი.
- ხოო ვდგები - ადგა ბუზღუნით და ჩაცმა დაიწყო.
- ის მაინც მითხარი ვინ მოკლეს?
- ორი გოგო, საკუთარ სახლში.
- კიდევ?
- დანარჩენს მერე გეტყვი, ახლა აწიე უკანალი და წავედით.
•••
- რას ამბობენ? - გვამების წინ ვიდექი და ვცდილობდი ეს საშინელი სუნი არ შემემჩნია.
- თხუთმეტი საათის წინ ცოცხლები ვიყავითო.
- ვიღაცამ ისინი რვა საათზე მოკლა და თხუთმეტი საათის შემდეგ დარეკა? - კესომ მხოლოდ თავი დამიქნია.
- კიდევ რა არის?
- კიდევ ის რომ ლილი ქალიშვილი იყო, ემი არა, მეტიც, მკვლელობამდე ნახევარი დღის წინ იყო დაკავებული სექ...
- ეგენი არ მაინტერესებს! მთავრზე გადადი.
- მუხლებზე ამ დანის ნარჭობებს ხომ ხედავ - ლილის ფეხდბზე მანიშნა. - აქ პირდაპირ ნერვი გადის, ამიტომ მათი ჩარჭობა ძალიან მტკივნეული იქნებოდა და მსხვერპლი ყვირილს დაიწყებდა.
- მეზობელმა თქვა რომ არაფრრი გაუგონია.
- ხომ და ეს ნიშნავს რომ მკვლელმა ის ჯერ სხვა სახით დაჭრა და მხოლოდ შემდეფ ჩაარჭო დანები.
- თავი მოუგრიხა.
- ხომ. მაგრამ ნახე - ლილის თავი გადაატრილაებინა - მარჯვენა საფეთქელზე დარტყმის კვალი აქვს, მაგიდაზე ის კი მარცხენა მხრიდან იდო. ესე იგი მკვლელი მას უკნიდან მიუახლოვდა, თავი მოახრიხა და მან წონასწორობა ვეღარ შეიკავა, ამიტომ დაეცა და თავი მარჯვნიდან დაარტყა, ეს ხსნის მარჯვენა მუხლზე გალურჯებას. შემდეგ ის მეორე გოგონაზე გადავიდა, რომელიც ამ ყველაფრის დროს არ იყო ოთახში, რადგან რომ ყოფილიყო, აუცილებლად რაიმეს მოიმოქმედებდა.
- ან ჯერ ის მოკლა და მერე ეს.
- არა! სხვა ვარაუდი არსებობს. სანამ მოხვიდოდი თეჰიონს დავავალე ემის ხელებიდან აეღო ბაქტედიები და შეემოწმებინა.
- მერე რა თქვა?
- რომ გითხრა დაწრმუნებული ხარ რომ გაიგებ?
- ჩემთვის გასაგებად თქვი
- ესე იგი, ემის ხელებზე ისეთი ბაქტერიები ჰქონდა, რომ, როგორც ჩანს ტუალეტში იყო, ხელები ახალი დაბანილი ჰქონდა, მაგრამ ბაქტერიები მაინც ჰქონდა დარჩენილი. როგორც ჩანს სანამ მისი დაქალი მოკლეს, ის ფსავდა.
- გეყოფა კესო!
- უბრალოდ სიტუაციის განმუხვტას ვცდილობ, სანამ თეკლა აქ არ არის.
მის ნათქვამზე თვალები ავატრიალე.
- კარგი მერე?
- მერე, როცა ის დაბრუნდა და ეს ყველაფერი გაიგონა, უნდა დაეყვირა, მაგრამ მკვლელმა მას დანა კისერში ჩაარჭო, პირი ნახევრად გახსნილი აქვს, ყვირილს აპირებდა. შემდეგ დანა გამოარჭო, როცა გოგონა დაეცა მუცელში დაჭრა და ასე მოკლა ორივე.
- ამ ყველაფერს მაინც რამდენი ხანი დასჭირდებოდა?
- ოცდახუთიდან ოცდაშვიდწუთამდე
- ამდენ ხანს რას აკეთებდა მკვლელი სახლში? თან ასეთ სუნში.
- არ ვიცი მაგრამ გვამებს სექსუალური აქტის ნაკვალევი არ აქვთ.
- კესო! - თვალები დავუქაჩე. - კარგი, ჩემი აზრით ისინი მკვლელს იცნობდნენ. არანაირი შემოპარვის კვალი არ არის. ხომ მართლა, თეჰიონმა რა თქვა იმ ასოებზე, მათი სისხლი იყო?
- კი! - ორივემ კარისკენ გავუხედეთ, სადაც თეჰიონი იდგა. - მათი სისხლით იყო დაწერილი. უფრო სწორად "კ" ლილის სისხლით.
- პირველი რომელიც მოკლეს - ჩაილაპარაკა კესომ.
- "ა" კი ემის. ალბათ მეორე რომელიც მოკლეს, ხომ? - თეჰიონს ორივემ თავი დავუქნიეთ.
- ხონ მართლა თამარ, ის ვიღაც ქალი მოვიდა დასაკითხათ.
- კარგი, მე გავედი და თქვენ კიდევ რამეს თუ იპოვით შემატყობინეთ. გამოვედი და დასაკითხ ოთახში შევედი, სადაც არც ისე ახალგაზრდა ქალი დამხვდა.
- მარია ხომ?
- დიახ - ამომხედა.
- ალბათ უკვე გითხრეს რა მოხდა.
- დიახ, მითხრეს.
- კარგით, რა იცით ამ ორ გოგონას შესახებ.
- ის რომ ოჯახი არ ჰყავთ, ქალაქში ახალი გადმოსულები არიან სამუშაოთ, ჩემთან მხოლოდ ორი თვე იყვნენ ქირით.
- რაიმე კონფლიქტს ხომ არ წააწყდით?
- არა, არანაირს.
- სტუმრები მოდიოდნენ ხოლმე?
- ხომ გითხარით, ახალი ჩამოსულები იყვნენ, არავის არ იცნობდნენ.
- ანუ ეჭვიც არავიზე გაქვთ?
- არა. შეიძლება ახლა წავიდე?
- დიახ. - ვუთხრაი და ოთახი დავტოვე.
- ქალბატონო ლი! - გავიგე უკნიდან ხმა - რაღაც უცნაურს წავაწყდი კამერებთან - მითხრა ჯონგუკმა. მასთან მივედი და კომპიუტერების ოთახში შემიყვანა.
- გისმენ.
- ქუჩის კამერებს გაადავხედე, რვა საათზე ამ სახლში პიცია მიიტანეს. შემდეგ კამერები ითიშება და მხოლოდ შვიდ საათსა და ოცდაშვიდ წუთზე ირთვება.
- ზარიც ათ საათსა და ოცდაშვიდ წუთზე შემოვიდა.
- დიახ, მეც ეგ უნდა მეთქვა. შუალედი თხუთმეტი საათია.
- და თხუთმეტი საათის წინ ისინი ცოცხლები იყვნენ. სასწრაფოდ გაიგე მაგ პიცერიის მისამართი და შემატყობინე! - ვუთხარი და კარი გავაღე.
- კიდევ არის რაღაც, - გამაჩერა ჯონგუკმა - რვა საათსა და ოცდაშვიდ წუთზე, ვიღაცამ ამ ქუჩის ტელეფონით ისარგებლა, შემდეგ კი ჩანს რომ ეს ტელეფონის ჯიხური გატეხილია...
- და რა თქმა უნდა ზარები ვერ აღდგება, კარგი მისამართი გაიგე და ტელეფონზე გადმომიგზავნე ჯონგუკ.
YOU ARE READING
HAVE A NICE DAY - კარგ დღეს გისურვებ
Aléatoire- უკვე მეგონა აღარ მოხვიდოდი, დეტექტივო - ღიმილით წამოვიდა ჩემსკენ, ახლოს მომიახლოვდა, საკოცნელად გადმოიწია, მაგრამ ძლიერად ვკარი ხელი. გული ადი-ჩამდიოდა, ძლივს ვსუნთქავდი, სირბილისგან სულ სველი ვიყავი. - შენ ხარ მკვლელი! - არ ვიცი, როგორ მაგრამ, რ...