სურვილი შეცნობისა

23 5 0
                                    

იუნგის დღეები სულაც არ იყო ისეთი თავისუფალი როგორც ფიქრობ, არც დილიდან-საღამომდე უწევდა კაბინეტში ჯდომა და ფურცლებზე ხელისმოწერა, და არც მთელი დღის მანძილზე სხვადასხვა ადგილში სირბილი, არა მისი საქმე ძალიან თავისუფალი და ამავდროულად ძალიან შებოჭილი გახლდათ.

ჩვენი ნაცნობი და ამავდროულად უცნობი მინი ადვოკატი გახლავთ, საკმაოდ ძლიერი და მოხერხებული.
ამაზე არც კი ფიქრობდა, უეცრად შეიცვალა განზრახვა და კერძო ადვოკატად დაიწყო მუშაობა.
ეს არ ყოფილა ადვილი, ბევრი მუშაობა მოუწია, რომ ამ სიმაღლემდე მისულიყო მოკლე ხანში.
ადვოკატობა საშიში საქმეა, მაგრამ ამავდროულად ღირებული და დასაფასებელი.
იუნგი მშვიდი ადამიანია, არც მტრებს ეძებს და არღარც მეგობრები სჭირდება მის ცხოვრებაში, ამ ეტაპზე აქვს ის რასაც უამრავი მისი ტოლი მამაკაცი ისურვებდა.

მხოლოდ ერთი რამ ღრღნის ამ  ფოლადის ადამიანს, სურვილი კვლავ ხილვისა, იხილოს მისი სინატიფით მოცული სული, ხორციელზე მეტად, რომ მოიხიბლა მინი.
მხოლოდ უნდა იცოდეს მის შესახებ მეტი რამ, უკან დაბრუნებას აპირებს, მაგრამ ნერვიულობს, იქნებ იქ აღარ დახვდეს ის რასაც ასე ეწაფვის.

"ოჰ, მინ ისევ შენს ფიქრებში ხარ დაკარგული."

მეგობრის ხმაზე ხელებიდან თავს სწევს და მას მშვიდი მზერით უყურებს, ფიქრობს... ამ ფიქრში კი კიდევ ერთხელ იკარგება, ნეტავ შენც გენახა მერე კი ზუსტად გეცოდინებოდა რასაც ახლა მე განვიცდიდო.

ალბათ ფიქრობთ, რატომ ? რატომაა ეს ასეთი მნიშვნელოვანი ? ასე ცეკვა ჰომ ბევრს შეუძლია, ასეთი განსაკუთრებული რატომაა ის მოცეკვავე მინისთვის ?
საქმე იმაშია, რომ იუნგი, სულით ობოლი, დაეძებდა იმ ერთადერთს ვინც დაუბრუნებდა იმას რაც ყველაზე ძვირფასი იყო მისთვის- ხელოვნებას.
მუსიკას.
ძალიაბ ადრე ერთმა შემთხვევამ იუნგის სულში დიდი გადატრიალება მოახდინა, მის მერე კი სიცარიელის მწველი შეგრძნების გამო, თავგზაარეული დაეხეტება და არც კი იცის ვინ არის ახლა, მისთვის მხოლოდ ერთი ნათელი წერტილი დარჩენილიყო, შეეცნო ის პატარა არსება და გაეგო მეტი მის შესახებ.

<<black swan>>Where stories live. Discover now