ლამაზი სახელი

9 2 0
                                    

მისი სახელი იმდენად ლამაზი იყო, მინი თავიდან ერთი წამითაც კი ვერ იშორებდა, გონებაში უტრიალებდა და მოდუნების საშუალებას არ ძლევდა.
ამ ერთმა პატარა გამოლაპარაკებამ თითქოს იუნგი აქამდე, რომ ასე ძალიან აკლდა იმ ემოციებით შეავსო.
ისე ღელავდა თითქოს ეს ყველაფერი მისი ფანტაზიის ნაყოფი ყოფილიყო და თითქოს მას არც კი შეხვედრია, მისი შეხება ისეთი მსუბუქი და ნაზი იყო, მისი ხმა კი მაღალი, მაგრამ არა შემაწუხებელი.
მისი სხეული ნავარჯიშები გახლდათ, მაგრამ ის იუნგიზე ერთი-ორი სანტიმეტრით დაბალი იყო, არც კი ეტყობოდა შორიდან მას საშინლად კარგი აღნაგობა, რომ ჰქონდა.
და ასევე, როგორც მინი ფიქრობდა, ის მასზე პატარა უნდა ყოფილიყო ასაკით.

იუნგი გაოგნებული და დატყვევებული ერთდროულად იყო, ვერც კი წარმოედგინა მოცეკვავე ასეთი დახვეწილი თუ იქნებოდა, როგორც გარეგნულად ისე შინაგანად.
მართლაც, მინი ბევრს არ უწოდებს სრულყოფილს, მაგრამ ჯიმინი, ზუსტად რომ, სრულყოფილი გახლდათ.

მისი სახელი კი ძალიან, ძალიან ლამაზია.

ისეთი მისი გამეორებით, რომ ვერ დაიღლები.

ახლა საკუთარ თავზეც კი ეცინება, იმდენადაა მოხიბლული ამ ადამიანით, რომ მისი სახელზე ფიქრი ახლა ყველაფერს ურჩევნია.

მინი ზმუის და დივნიდან დგება, რომ მაგიდაზე დაგდებულ ტელეფონს ხელი მოჰკიდოს და დაადუმოს, რომელიც მთელს ხმაზე გაჰკივის.
იგი ხვნეშის როცა ზარის პატრონს ხედავს და პასუხობს.

"დიახ."

"საღამო მშვიდობისა მინ, მინდოდა შენთვის რაღაც მეთხოვა."

"მისმინე ნამჯუნ, იცოდე უკან დაბრუნებას ჯერ არ ვაპირებ, ჩემს შვებულებას ჯერ არ უწერია დასრულება."

"ოჰ, კარგი რა იუნგი, ხომ იცი ამას ვერავინ დაგაძალებს, კარგი რა გაეწყობა, მაშინ მე გამოვყვები და ჩემი ხელით ჩაგაბარებ მას."

იუნგის ეგონა მონასმენი, მართლაც მოესმა და ის ნამდვილად არასწორად გაიგო.

<<black swan>>Where stories live. Discover now