ყველაფერი დავიწყებული...

12 3 4
                                    

იუნგი დილიდან ემზადებოდა, ღამით ჯიმინთან შესახვედრად.
თან გონებაში კიმის საქმე უტირალებდა, გაუჩერებლივ.

კიდევ კარგი, ნამჯუნი ეხმიანებოდა და საჭირო ყველა მასალას აწვდიდა მას, თორემ მინს მართლაც ვერ გადაურჩებოდა.

თეჰიონიც, თავის მხრივ, ეხმარებოდა მას, იუნგი მისგან ბევრს არაფერს ითხოვდა, ისიც კი აკვირვებდა, რომ თავად ყმაწვილი ყველაფრით ცდილობდა მის დახმარებას და საქმეს იმატებდა, ყოველთვის, რაც არ უნდა რთული ყოფილიყო.
თანაც, ყველაფერს საკმაოდ კარგად ართმევდა თავს.

ყოველ დილით ის და თეჰიონი, საუზმეს მიირთმევდნენ და საჭიროების შემთხვევაში, მხოლოდ შემდეგ გადიოდნენ გარეთ.
თეჰიონი მეტ დროს გარეთ სეირნობაში ატარებდა, მაგრამ ყოველი საჭირო დროის შემთხვევაში იუნგის გვერდით იყო.

იუნგის ის კიდევ რამდენჯერმე ჰყავდ წაყვანილი ცეკვების სანახავად, მაგრამ წითურმა სიარული თავად შეწყვიტა, რადგან როცა მინს და მოცეკვავეს ერთად უმზერდა, თავს ზედმეტად გრძნობდა ორი ადამიანის  სიახლოვის ფონზე.

არც დღეს ყოფილა გამონაკლისი, იუნგიმ თავაზიანობის მიზნით ისევ დაპატიჟა წითური, მაგრამ თეჰიონმა დაღლილობა მოიმიზეზა და მოტრფიალე, უფროსი ღიმილით გააცილა.

იუნგი, რა თქმა უნდა, მარტო წავიდა, რაც საერთოდ არ უქმნიდა დისკომფორტს.
იცოდა უმცროსი რატომაც არ მიდიოდა, მასთან ერთად და ბიჭს გონებაში აქებდა კიდეც ამის გამო.

ისევ იგივე მეორდებოდა, იუნგი იჯდა და ყველას გამოსვლას უყურებდა, მოცეკავავის გამოსვლის ჩათვლით. შემდეგ ისევ იმ ადგილას იჯდა, სანამ დარბაზი მაყურებლისგან არ დაიცლებოდა, იქმადე სანამ მოცეკვავე კვლავ არ გამოჩნდებოდა და სცენის წინ არ დაჯდებოდა, იუნგის ელოდებოდა, მასთან რომ მისულიყო.

"საღამო მშვიდობისა".

მკვირცხლად მიესალმა, მოცეკვავე მას.

<<black swan>>Where stories live. Discover now