სიმართლე

28 4 0
                                    

იუნგის ხშირად გამოუცდია: იმედგაცრუება, ტკივილი და ტყუილი.
თუმცა ამას უკვე ვეღარ უძლებდა, თუ ყველაფერი უნდა დამთავრებულიყო, მაშინ სიმართლით მაინც უნდა მომხდარიყო ეს.

ჯიმინის წინაშე თვითონაც დამნაშავე იყო, არც მას უთქვას ყველაფერი, თუმცა აქ სიტუაცია განსხვავებული იყო.
ჯიმინი ყველაზე მნიშვნელოვანს მალავდა, იმას რასაც შეეძლო მათი  ურთიერთობა დაენგრია.
ფაქტიურად ეს უკვე ხდებოდა კიდეც.
იუნგის არ უნდოდა ისინი რაიმეს დაეშორებინა, არ უნდოდა ჯიმინისგან შორს ყოფილიყო, რადგან...
იცოდა რადგანაც, თუმცა ამას არასდროს იტყოდა ხმამაღლა.

იუნგის სწამდა, რომ თუ ახლა არ გამოაშკარავდებოდა ყველაფერი, მეორე შანსი აღარასდროს დადგებოდა და მათი ურთიერთობა ტყუილებზე და ილუზიებზე იქნებოდა აგებული.
და თუ საერთოდ არაფერს მოიმოქმედებდნენ ჯიმინს დაკარგავდა და ორივე თავიანთი გზით წავიდოდა.

პირველ რიგში გადაწყვიტა ჯიმინთან უნდა მისულიყო და დაეთანხმებინა განცხადება შეეტანა პოლიციაში თავდასხმებზე, რომლებიც,როგორც გაიგო ცოტა არ ყოფილა.

ჯიმინს დაურეკა, მოცეკვავემ ცოტა ხანი ალოდინა იუნგი და დაგვინებით უპასუხა.
გაირკვა,რომ ვარჯიშობდა და ტელეფონის ხმა მერე გაიგო.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ, თუმცა იუნგის ნამდვილი მიზეზი არ გაუმხელია, შეხვედრისას დაელაპარაკებოდა ამაზე.

მათი ურთიერთობა ბუნდოვნად და მოულოდნელად დაიწყო, იუნგის კი არ უნდოდა მსგავსად გაგრძელებულიყო.
ჯიმინს პაწაწინა სატყუარაც, რომ  გადმოეგდო, იუნგი ამაზე წამოეგებოდა და არასდროს გაუშვებდა მას.
ერთი პაწაწინა მიზეზი, რომ ხელი ჩაევლო და არასდროს გაუშვებდა.

"იუნგი ჰიონ, სათხოვარი მაქვს. შეგიძლია აქაურობა შემათვალიერებიო ?" - ჯონგუკი სამზარეულოს კუნძულთან ჩამოსკუპებულიყო, ხელში ჩხირები ეჭირა და რაღაცას მადიანად ილუკმებოდა.

<<black swan>>Where stories live. Discover now