იუნგი დაძაბული იყო, დღეს თეჰიონი ჩამოდიოდა თავის მეგობართან ერთად.
იუნგი თავს უხერხულად გრძნობდა, რადგან ახალი სახის გაცნობა და მასთან შეგუება მოუწევდა.
მაგრამ უკვე გვიანი იყო უკან დახევა.ახალი საქმე გამოუჩნდა, ნამჯუნმა არ გააჩერა საქმის გარეშე და ახლაც, შვებულების ჟამს ამაზე უნდა ეფიქრა.
ამჯერად საქმე არც თუ ისე რთულად იყო.იუნგის ქალის დაცვა უწევდა, რომელსაც ქმარი ადანაშაულებდა ქონების განიავებაში.
იუნგიმ უკვე იცოდა, ქალი არაფერ შუაში იყო.
მისი ქმარი გამწარდა, რადგან ქალმა საყვარელი გაიჩინა და მისთვის ყველანაირი გზით ცდილობდა სახელის გატეხვას.
რა თქმა უნდა, ეს ქალი ანგელოზი არ იყო, მაგრამ მისი ქმრის ბრალდება და მისი ციხეში გაგზავნა სრული ცილისწამება იყო.
იუნგიმ შეძლო ბევრი დეთალის ერთმანეთთან დაკავშირება და ისიც კი გაარკვია, რომ ქალის საყვარელმა მისი ქმრისგან ფული მიიღო, რომ ქალის დასაცავად რამე არ მოემოქმედებინა.
ახლა, ქალს მხოლოდ ნამჯუნის და პირველ რიგში იუნგის იმედი ჰქონდა.
იუნგის მხოლოდ თვალსაჩინო სამხილები უნდა მოეპოვებინა მოსამართლეებისთვის რომ წარედგინა და ქალიც გადაურჩებოდა ციხეს.
მაგრამ ქალი სულ მარტო დარჩრებოდა, ქმარი საყვარლის გამო მიატოვა, რომელმაც იგი ფულის გამო გაყიდა.
მინს დრო სჭირდებოდა ამ ყოველივეს მოსაპოვებლად და იუნგიც იცდიდა.საქმე სულ რამდენიმე საათით გვერდით გადადო.
ჯიმინი უხმობდა.
რა თქმა უნდა, იუნგი არც კი დაფიქრებულა ისე წავიდა მასთან.მაგრამ არ ეგონა დღის ეს მონაკვეთი ამგვარი დატვირთული თუ იქნებოდა.
ჯიმნი სახლში დახვდა.
მაგრამ მარტო არა.
სცენაზე გამოსვლამდე კი საათები იყო დარჩენილი.
ჯიმინმა ყველაფერი გათვალა, რომ მათთვის რამეს ხელი არ შეეშალა.
იუნგიმ იცოდა, ჯიმინმა სპეციალურად მოაწყო ყველაფერი, რომ ეს ორი ერთმანეთს შეეხვედრებინა და თან ისე, რომ არც ერთ მათგანს ჰქონოდა შესაძლებლობა უსიამოვნო შეხვედრიდან თავი დაეძვრინათ.
და ახლა, ორი მამაკაცი ერთმანეთის პირისპირ იჯდა.
ჯიმინი უცნაურად მონუსხული მზერით უყურებდა მათ, შორიახლოს იდგა და განზრახ არ უნდოდა მიახლოებოდა მათ.
