გაბრაზებული

8 2 0
                                    

"ამის დედაც !"

ჩუმად იკურთხებოდა მამაკაცი, ბრაზი ახრჩობდა.
მაინცდამაინც ახლა, ახლა როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა გონების დაწმენდა და დამშვიდება, მაშინ გადაწყვიტა მისი გონებისგან ქაოსის შექმნა.

ახლა ნანობს, თუმცა უკვე გვიანია.
ყველაზე მეტად კი იმაზე ბრაზობს, რომ ესმის ჰოსოკის, ესმის როგორია გიყვარდეს ადამიანი, რომელიც სულ შენს წინაა, მაგრამ შეხების უფელბა არ გაქვს.

თეჰიონის ყურადღება მინის ხმაურიანმა შემოსვლამ მიიქცია, ერთ დროს წყნარი და მოთენთილი იუნგი, აბობოქრებულ და ხმაურიან ზღვას დამსგავსებოდა.

მისალმება ზედმეტი იყო ისე ჩაუქროლეს წითურს, თვალის დახამხამებაღა მოასწრო.
მაშინვე წამოდგა და ჯონგუკთან გავიდა ოთახში, უმცროსი საწოლზე მუცლით იწვა და პატარა ბლოკნოტს ჩაჰკირკიტებდა გულმოდგინედ.
თეჰიონს გაეღიმა და გვერდით მიუჯდა.
ჯონგუკმა ამოხედა.

"იუნგია",- მეტის თქმაც არ დასჭირვებია უკვე იცოდა ჯონგუკმა რაღაც ვერ იყო რიგზე.

"მივიდეთ ?"- ეჭვით იკითხა, უნდოდა მისვლა, თუმცა თეჰიონის რეაქციასაც დააკვირდა.

"ჯობს ცოტა მოგვიანებით",- პასუხმაც არ დააყოვნა, თითქოს უკვე გაემზადებინა წითურს ის.

ჯონგუკმა ამოიხვნეშა და თავი საწოლს მოწყვეტით დაანარცხა.

"ძალიან გაბრაზებულია, პირველად ვხედავ ასე",- ჩუმად თქვა თეჰიონმა.

"მართლა ?"- ჯონგუკის ტონით დასმული ეს კითხვა მეტად აგდებული ტონით გაისმა.
თეჰიონს სახე ორმაგად მოეღუშა, ნამდვილად ეწყინა.

"დიახ, მართლა",- იგივე ტონით უპასუხა.

"ოჰ, თეჰიონ ისევ არ დაიწყო",- ამოიფრუტუნა ჯონგუკმა და ბლოკნოტის შლა განაგრძო, ზერელედ შლიდა ფურცლებს ერთი მეორის მიყოლებით.

"მე ? მე არ დავიწყო, ეს შენ იწყებ მუდამ და საბოლოოდ ისევ მე გამოგყავარ დანმაშავე, რომელმაც ბოდიში არაფრისთვის უნდა მოგიხადოს !"- მართლა ძალიან ეწყინა, თუმცა ჯონგუკის სახეზე წარბიც არ შეხრილა.
ვერ გეტყვით, რომ არ ანღვლებდა თეჰიონის გრძნობები, უბრალოდ უგულვებელყოფდა მათ.

<<black swan>>Where stories live. Discover now