ვფიქრობ...

10 3 0
                                    

იუნგის სხვა გზა აღარ ჰქონდა, უკან ბინაში მოუწევდა წასვლა.
სასტუმროში მისი ვიზიტი უკვე ამოწურა.
დიდად არ უნდოდა კიდევ სასტუმროში დარჩენა, თანაც
მოღალატე ქალის და მისი ქმრის საქმე, როგორც იქნა, გახსნა.
საბოლოოს გაირკვა, რომ ქალი არ იყო დამნაშავე, ქმრის ქონება არ გაუნიავებია.
საყვარელი კი გაიჩინა თუმცა, ეს მხოლოდ მისი საქმე იყო.
იუნგიმ იმდენი ქნა სანამ არ გაარკვია, რომ ამ ქალის საყვარელსა და ქმარს ერთმანეთთან კავშირი ჰქონდათ.
საბოლოოდ ყველაფერი გაირკვა, ქმარმა ცოლს ეს კაცი მიუგზავნა, რომ ცოლისთვის ბრალის დადება და მისი ცუდ ცოლად გასაღება გამარტივებოდა, სამაგიეროდ თუ გაყრისას პროცესს მოიგებდა მისთვის ქონების გაყიფა არ მოუწევდა.
თუმცა მისმა ცოლმა მოიგო, იუნგის დახმარებით, რა თქმა უნდა.
ქონება შუაზე გაიყო.
ქალის საყვარელი მშრალზე დარჩა.
ქმარმა კი ბევრი რამ დაკარგა.

საქმის გახსნის შემდეგ კი ერჩივნა სხვა რამეზე გადაეტანა ყურადღება და გადაწყვიტა მათთვის ბინა ან სახლი მოეძებნა, სადაც დარჩებოდნენ.
მიზეზიც აღარ ჰქონდა რისთვისაც სასტუმროში დარჩებოდა, ამიტომ დაბრუნება გადაწყვიტა.

ამისთვის ბინაში მისვლა იყო საჭირო, თეჰიონთან ლაპარაკი დასჭირდებოდა და მისი გაყოლაც.
იუნგიმ იცოდა როცა იქ მივიდოდა თეჰიონისთვის თვალებში შეხედვაც კი გაუჭირდებოდა, რომ არაფერი ვთქვათ ყავისფერთმიანთან ერთად ერთ ოთახში ყოფნაზე.
მაგრამ აღარ შეეძლო ასე გაგრძელება.
უნდა გადაეწყვიტა ერთი პრობლემა მაინც და ერთი ნაბიჯით წინ წაიწია.
ძალიან გაუQირდებოდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა და ფიქრობდა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა.

უკან დაბრუნდა, ჯიბეებში როცა იქექებოდა მაშინ გაახსენდა შოკის ფონზე გასაღები რომ იქ დატოვა და გამოიქცა, ამიტომ კარზე დააკაკუნა.
საბედნიეროდ მალე გაუღეს და კარებში წითელმა თავი გამოჩნდა.
ასეც იცოდა, თვალებში ვერ შეხედა ბიჭს, უხერხულად აიძურწა ბინის კარებთან და ოდნავ მოიხარა წელსში.

<<black swan>>Where stories live. Discover now