იუნგის ეს ერთი ღამე სამად გადაიქცა და იუნგიც უსირცვილოდ აგრძელებდა თავისივე დადებული პირობის გატეხვას.
ამაში ისიც ეხმარებოდა, რომ მისი შეწუხება არავის უნდოდა.
ყველა თავს არიდებდა მისი ინტოვერტული სივრცის დარღვევას და რაღაც გაგებით მართლები იყვნენ.ეს ტანჯვა და წამება მეოთხე ღამეს დასრულდა.
იუნგი მობეზრებული სახით გაჰყურებდა ფრანგულ ენაზე ფილმს ტელევიზორში, ერთ სიტყვას თუ გაიგებდა მხოლოდ და ისევ აგრძელებდა ფიქრებში ფრენას.
ეს ფრენა ხმაურიანმა მელოდიამ გაჭირვებით ჩაახშო.
ნომერი უცხო იყო, მაგრამ იუნგის არ გაჰკვირვებია, მისი სამსახურის გამო უცხო ნომრები მის ტელეფონის შემოსულ ზარებში საკმარისზე მეტი იყო.
ორჯერ არც დაფიქრებულა ისე უპასუხა, მაგრამ ყველაფერს ელოდა მისი ხმის გაგაოების გარდა.მაგრამ ამან იმ წამსვე დაკარგა მნიშვნელობა, რა წამსაც ჯიმინის სახელმა გაიჟღერდა.
ბოლოს ის ახსოვს, როგორ იწერდა საავადმყოფოს მისამართს და როგორ გამორბოდა სასტუმროდან, სადაც იმ წამს იმ დღეებს წყევლიდა, რომლებიც იქ ჩაკეტილმა გაატარა.
ფიქრობდა, იქ რომ არ ამომპლიყო ეს არ მოხდებოდო.საავადმყოფოში სახელი იკითხა, ქალს, რომელიც ეკითხებოდა პაციენტის ვინ ხართო, მკვეხად მიახალა ოჯახის წევრი ვარო და იქედან უკანმოუხედავად გაიქცა ნაცნობი სხეულისკენ.
ჰოსოკმა მისი მოახლოება თითქოს რაღაც მექანიზმებით იგრძნოო, მკვეთრად მოტრიალდა.
იუნგის დააკვირდა, რომელიც მისკენ ანთებული თვალებით მოიწევდა და წამით ეგონა მინი დაარტყამდა.
მაგრამ იუნგი ასე არ მოქცეულა.
მხოლოდ ხელი შემოხვია ჰოსოკის მაჯას და კედელს ააკრა."რა ჯანდაბა მოხდა ?!"- კბილებს შორის გამოსცრა.
"როგორ არის ?"- ხმა ახლაც დაძაბული და გესლიანი ჰქონდა.ჰოსოკმა მოულოდნელობისგან სუნთქვაც კი შეწყვიტა და იუნგის თეთრ და ფითქინა სახეს დააკვირდა.
სუნთქვა როცა მოუბრუნა იუნგის უკვე ხელი შეეშვა მისთვის და აღარც კედელს ეკვროდა ისე, როგორც წამების წინ.