თვალი როგორც კი გაახილა, მაშინვე ქაღადდებს მიუჯდა იუნგი.
დასაკარგი დრო არ ჰქონდა, არცერთს, ამიტომ ცდილობდა ყველაფერი ზედმიწევნით გადემოწმებინა და შემდეგ თეჰიონისთვის აეხსნა.ერთი თვე იყო გასული რაც აქ, პარიზში, მასთან ერთად იყო.
წითური ნამდვილად არ იყო ცუდი ყმაწვილი, პირიქით.
იუნგის ყოველთვის ნოსტალგია ეუფლებოდა როცა მას უყურებდა, რადგან ბიჭი ძალიან ახსენებდა ჯონგუკს.ამაზე ბრაზობდა, რადგან ეს არასწორი იყო.
თეჰიონმა შეამჩნია როგორ აშტერდებოდა მას უფროის, თვალისდაუხამხამებლად.
ეს არაფერია, მიეჩვია ამას თეჰიონი.ყმაწვილი საწოლზე იჯდა და ფანქრის ბოლო კბილებში მოექცია, ისე ნერვიულობდა, უკვე ერთი თვეა გავიდა და მხოლოდ ის გაარკვიეს რომ ბიძამისის წინააღმდეგ გამოტანილი სამხილები, ფოტოები, ყველა ყალბია.
იუნგიმ ეს თავად გაარკვია, რადგან ფოტოებზე, მკვეთრად ჩანდა სარკე სადაც საათი ირეკლებოდა და ამ სარკეში დადანაშაულებული და დაზარალებულიც ჩანდნენ, უხამს პოზებში.
იუნგიმ ერთ დეტალს მოჰკრა თვალი, საათის ციფრები სწორად მოჩანდა სარკეზე, როცა ეს შეუძლებელია, საათის ციფრები სარკეში ყიველთვის შებრუნებულად ჩანს.წინა სასამართლომ გაამართლა ბიძამისი, მაგრამ თეჰიონი დარწმუნებულია, ეს იმიტომ მოხდა, რომ ადრე მას არ ჰქონია საჩივარი მიღებული, წლები იყო რაც კომპანიის ცეო იყო და ხალხს ის უყვარდა, რა თქმა უნდა, გავლენებიც ჰქონდა.
მაგრამ თუ ეს საქმე, უფრო დიდი ქვეყნის, სასამართლოს ყურამდე მივიდა, ასე მარტივად ვერ გახდება რამეს, თუნდაც დამნაშავე არ იყოს.
ღელავს თეჰიონი, ძალიან ღელავს.
იუნგი მას აიმედებს, მაგრამ ზოგჯერ ესეც აღარ კმარა."თეჰიონ, მოდი."
ეძახის მას უფროსი, თეჰიონი მაშინვე მასთან ჩნდება, თავზე ადგება უფროსს და მის ხელებში მოქცეული ფურცელს დაჰყურებს, თითქოს ის ეტყოდეს იუნგის სათქმელს.
