იმედი≠უიმედობა

15 4 0
                                    

იუნგი შორიდან უყურებდა, განადგურებულ წითურს, მისგან მოშორებით აუზის კიდესთან, იჯდა თავქაჩინდრული, ალბათ, არც კი ესმოდა გარშემო შექმნილი ხმაური.

ამ წამს ხომ ორივე მშობელი დაკარგა, რომლებმაც საკუთარი დანაშაულები, წამების წინ, აღიარეს.
თეჰიონის ბიძა მალე მოვიდა, ახლა მგონი, მხოლოდ ის იყო ის ერთადერთი ადამიანი, რომელიც მას მოუვლიდა და დააწყნარებდა.
თეჰიონის მდგომარეობა იუნგის ძალიან აწუხებდა, ისე ძალიან, რომ გადაწყვიტა ბიჭს ცალკე დალაპარაკებოდა, თვითონაც არ იცოდა რას ეტყოდა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა მთავარია ახლა მისი გვერდით დგომა ეგრძნო.

თეჰიონი მას, რა თქმა უნდა, დათანხმდა.
ისინი ერთად გავიდნენ ბაღის ბოლოს და ჩუმად ჩამოსხდნენ.
თეჰიონს საუბრის გაბმა კი არა, ალბათ, დაწყებაც კი არ სურდა, მაგრამ იუნგის უნდა ეთქვა რამე, აუცილებელიც კი იყო.

"სწავლა როდის გეწყება ?"

იკითხა იუნგიმ, თეჰიონმა მას არაფრის მთქმელი თვალებით შეხედა.

"ერთ თვეში".

ჩუმად უპასუხა მან.

"სად დარჩები, სანამ სწავლა დაიწყება ?"

იუნგის უნდოდა ბიჭისთვის შეთავაზება მიეწოდებინა და ამიტომ სვამდა,თითქოსდა და უაზრო კითხვებს, თეჰიონის გამოხედვა არ იცვლებოდა, მაგრამ ბიჭი მაინც პასუხობდა.

"ბიძასთან".

"შეგიძლია ჩემთან ერთად იყო თუ, რა თქმა უნდა, გინდა.
სანამ სწავლა დაგეწყება შეგიძლია ჩემთან ერთად  ისევ პარიზში დაბრუნდე და იქ დაისვენებ, არამგონია ახლა აქ ყოფნა გინდოდეს".

როგორც იქნა ამოღერღა სათქმელი, თეჰიონმა ახლა გაანალიზა რატომ დაუსვა უფროსმა ამდენი უაზრო შეკითხვა და ნელა, შეუმჩნევლად გაეღიმა კიდეც.
იუნგი მართალი იყო, ის რომ არა მაინც, თუნდაც, მარტო წავიდოდა აქედან.

წითურს ბიძამისი უყვარდა, მაგრამ ახლა მისი დანახვაც საშინელ გუნებაზე აყენებდა.

<<black swan>>Where stories live. Discover now