გენიოსი ხარ !

16 5 2
                                    

იუნგი სახლში გვიან დაბრუნდა. ისეთი გადაღლილი იყო, როგორც მენტალურად ისე ფიზიკურად, ძილის გარდა არაფერი უნდოდა.
მაგრამ საქმე ჰქონდა და საწოლს დანანებით გახედა, მაგიდის სკამი გამოსწია და ნელა მიუჯდა მაგიდას.
იუნგი ქაღალდებში იყო თავით ჩარგული და კარგა ხანს კიდევ გაგრძელდებოდა ეს ყოველივე, რომ არა თეჰიონი, რომელმაც ნელა შემოაბოტა ოთახში, საპირფარეშოდან.

იუნგის არ უნდოდა ბიჭს მიშტერებოდა, მაგრამ თავს ვერაფერი მოუხერხა, რადგან მისი გამოსვლიდანვე შეამჩნია ბიჭის ნამტირალევი სახე, მიშტერება იქამდე განაგრძო, სანამ თეჰიონმა დაღლილი მზერით არ დაუბრუნა მზერა.

"მიშტერებას იქამდე გააგრძელებ სანამ არ გეტყვი რა მოხდა, არა ?"

იკითხა უმცროსმა და სრუტუნით აარიდა იუნგის მზერა, იუნგიმ იუკადრისა ასეთი ტონი, მაგრამ ბიჭი ისედაც ცუდად იყო, ამიტომ არაფერი უთქვამს.
არ იცოდა საქმეს უკავშირდებიდა თუ პირად ცხოვრებას, თუმცა, რაც არ უნდა იყოს, უმცროსი დიდი ხანი უკვე რაც მასთან ერთად ცხოვრობს და მიეჩვია კიდეც, მიეჩვია ბიჭის ხასიათს, რაშიც ტირილი ყველაზე ნაკლებად სავარაუდო იყო.

"ჰიონ, ყველაფერი ტრაკშია".

იუნგიმ წარბები აქაჩა, თეჰიონი არ იყო ის ვინც ამ სიტყვებს ხშირად იყენებდა და თან მის წინაშე, ძალიან გაუკვირდა და ახლა ნერვიულობა უფრო გამძაფრდა, რადგან ნამდვილად გაიაზრა, რამდენად ცუდად იყო ახლა თეჰიონს საქმე და შეიძლებოდა მისიც.

"დედა და მამა შორდებიან, ბიძაჩემს კი სიკვდილი ჩრდილივით ყველგან დასდევს".

ამოიოხრა ბიჭმა, ეტყობოდა ტირილის დაწყება კიდევ უნდოდა, მაგრამ ალბად უკვე იმდენი იტირა ცრემლები აღარ შერჩა, რომ მისი სხეულიდან გამოედევნა.

"ვწუხვარ, მაგრამ უკვე დავიღალე, აქედან ხვალვე წავალ და ჩემებს ყველაფერს პირში მივახლი, რასაც მათზე ვფიქრობ.
დავიღალე გაუთავებელი ჩხუბით და იმაზე წუწუნით, რატომ არაფერი არაა ძველებურად..?"

<<black swan>>Where stories live. Discover now