ახალგაზრდა ყმაწვილი და ჩახლართული საქმე

17 1 0
                                    

იუნგის სძულდა დილით ადრე ადგომა, მაგრამ დღეს ნამჯუნი ჩამოდიოდა და ამიტომ სხვა გზა არ ჰქონდა.

ჰაეროპორტში დახვდა, მამაკაცი აჩქარებით მოდიოდა, მას კი უკან თითქმის მისი სიმაღლის ფიგურა მოსდევდა, ალბათ ის, მისი კლიენტის დისწული.

"სალამი, მინ."

საპასუხოდ, მხოლოთ თავი დაუქნია.

მაღალმა მაშინვე საქმეზე გადაიტანა ყურადღება, მინს თავი გასკდომაზე ჰქონდა, მაგრამ გულისყურით უსმენდა მეგობარს.

"ეს შენი დამხმარეა, ჩვენი კლიენტის, ბატონი ბიონის დისწული.
გაიცანი კიმ თეჰიონი, ეს კი იუნგია, თეჰიონ."

"სასიამივნოა, ბატონო მინ."

ბიჭს სასიამოვნო ბოხი ხმა ჰქონდა, იუნგის გულში მადლობაც კი თქვა ამის გამო, რადგან ახლა წვრილი ხმის გაგონება, მის ნერვებზე დაკვრას დაიწყებდა.
ბიჭმა თავი არ შეიწუხა ხელის ჩამორთმევით და უბრალოდ დაინტერესებული შესცქეროდა მინს.
მინდა კიდევ ერთხელ თქვა მადლობა გულში, ვერ იტანდა ფიზიკურ კონტაქტს, განსაკუთრებით კი ახალ გაცნობილთან.

"დიახ, ჩემთვისაც."

მიუგო მშვიდად, ახლა კი ახალგაზრდა ყმაწვილი დარჩა გაოგნებული მინის სასიამოვნო ხმით, ძალიან აინტერესებდა როგორი იქნებოდა მისი მუშაობის პროცესი.

"მეგობრებო, მე უნდა დაგტოვოთ, აქედან ჩემს გარეშე განაგრძეთ."

ნამჯუნმა ორივეს გადახედა და მხარზე მოუპარტყუნა ხელი, ნუგეშის მიზნით.
მინმა მას მკვლელი მზერით გახედა ხოლო თეჰიონმა დიპლომატიურად გაუღიმა.
ნამჯუნი წავიდა.

იუნგი შეტრიალდა და წავიდა, თეჰიონმა თავის ბარგს ხელი დაავლო და მას უკან გაჰყვა.
ხმა არც ერთს ამოუღია, იქამდე სანამ მინი ბინაში არ ამოჰყვეს თავი.

"გამიკვირდა როცა ერთი საწუწუნო სიტყვაც ვერ გავიგე შენგან."

მინი გულწრფელად იყო გაკვირვებული, ამიტომ მაშინვე გაუჩნდა ლაპარაკის სურვილი.

<<black swan>>Where stories live. Discover now