მიზანს მიაღწია, მინმა ის იპოვა.
ნელა იტარებდა თეთრი თითებს შეწითლებული ბაგეებზე იუნგი, კიდევ თავიდან ამეორებდა კადრებს და კვლავ იძირებოდა მოცეკვავის სიმსუბუქით თავბრუდახვეული.
იმ საღამოს თავის დავიწყებულ ტრადიციას მიუბრუნდა და მას თაიგული გაუგზავნა, პატარა ბარათით, სადაც წერდა:"ისევ დაგიბრუნდით, თუ ნებას დამრთავთ მინდა თქვენი შემდეგი გამოსვლის მერე გაგეცნოთ.
მ.ი."
მოცეკვავის გამოსვლა ამ საღამოსაც იმართებოდა, იმ დღიდან როცა დიდ სცენაზე იხილა სულ რაღაც ერთი დღე იყო გასული, მინმა უკვე გადაწყვიტა, რომ მისი გაცნობის დრო დადგა.
იუნგი ფიქრობდა, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, ამას არასდროს ინანებდა.
იმ საღამოს ყველაზე მეტი დრო იმაზე დახარჯა, რომ მოცეკვავეს ის ჯერ გარეგნულად მოსწონებოდა.
შემდეგ კი მისი ცეკვის სანახავად გაეშურა.თავისუფალი ცეკვა,
თავისუფალი ცეკვა,
თავისუფალი.
თავისუფლება...
ცეკვა...
თავისუფლად მოცეკვავე.
მუსიკა.
იუნგის გონება ვერ ისვენებდა, ვეღარ ითმენდა, უნდოდა რაც შეიძლება სწრაფად გაეცნო ის.
ისიც კი არ აშინებდა, რომ ის სულ სხვანაირი აღმოჩნდებოდა, მინის აზრით იგი ამას პირველივე დღიდან შეამჩნევდა, მაშინ მისით საერთოდ არ დაინტერესდებოდა.ის განსხვავებულია.
ის ყველაგან გამორჩეულია.
ის ვერ იქნება ცუდი.
მაშინ ამას იუნგის ალღო მიხვდებოდა.
ძალიან ღელავდა, მაგრამ მისი სახე კვლავინდებურად არ ცდებოდა მინის მიერ დაწესებულ ჩარჩოებს და ისევ ყინულისებურ სიცივეს აშუქებდა.
ისე იქცეოდა თითქოს იქ შემთხვევით მოხვდა და იქ მისულ მაყურებელს ხალხში მოლანდევასავით შეუმჩნევლად და ჩქარა მოძრაობდა.
