იუნგი დაბეული იყო.
ვერ ხვდებოდა ჯიმინზე იყო გაბრაზებული, თუ საკუთარ თავზე.
ჩხუბი არ უნდოდა.
რამდენიმე დღე გავიდა და ჯიმინი ჯერ კიდევ არ ენახა ამის გამო.
თუმცა ჰოსოკს უკავშირდებოდა დროდადრო, იგებდა ჯიმინის ამბებს.
სავაადმყოფოდან გამოწერის დროც დამდგარიყო, იუნგიმ გამბედაობა მოიკრიბა და გადაწყვიტა ახლა აუცილებლად უნდა ენახა მოცეკვავე.
ასეც მოიქცა, საავადმყოფოში გაეშურა, რომ ჯიმინისთვის გამოჯანმრთელება მიელოცა."კარგია რომ მოხვედი",- ჰოსოკი მაშინვე მიეგება ახალმოსულს.
იუნგის არ გაჰკვირვებია ისიც იქ რომ იყო, თუმცა ერჩივნა უხერხული მომენტი ჯიმინთან ერთად მარტოს გადელახა.იუნგის არაფრი უპასუხია, თავი დაუკრა და მასთან ერთად განაგრძო გზა.
კარგა ხნის შემდეგ შეხვედრა აღელვებდა იუნგის,
დილიდანვე ემოციურად დატვირთული იყო.
ჰოსოკი რაღაცას უხსნიდა, თუმცა მას მხოლოდ მისი ხმა ესმოდა, სიტყვებდან კი აზრი ვერ გამოჰქონდა.ჯიმინი საწოლზე ჩამომჯდარიყო, თეთრი ქათქათა ზედა და ამავე ფერის შარვალი ემოსა.
სახე მშვიდი ჰქონდა და მისი თვალებიც სიმშვიდეს ღაღადებდა.
იუნგი რომ დაინახა გაეღიმა, თითქოს იუნგისთვის საავადმყოფოს თეთრი ოთახი კიდევ უფროო გააცისკროვნა ლამაზი ღიმილით.
იუნგიმ ამავეთი უპასუხა, როგორ შეეძლო თავი შეეკავებინა ასეთი მშვენიერი ღიმილისგან.თითქმის არაფერი უთქვამთ, მხოლოდ ჰოსოკი ცდილობდა ორივეს გამხიარულებას, განვლილ დღეებზე უყვებიდა და ყველაზე მხიარულ მომენტებზე გულიანად იცინოდა.
საავადმყოფოში ყვრლაფერი მალე დასრულდა.
ამ სამიდან მანქანა მხოლოდ ჰოსოკს ჰყავდა, ამიტომ ისინი მისი მანქანით გაეშურნენ ჯიმინის სახლისკენ.ჯიმინი უცნაურად ჩუმი იყო, იუნგი ამან დაძაბა, ისედაც არც კი იცოდა რა ეთქვა და მთელი ეს დრო დუმდა.
მხოლოდ მაშინ განელდა დაძაბულობა, როცა მანქანიდან გადმოვიდნენ და სახლში შევიდნენ.
იქ ყველას თავისი საქმე ჰქონდა.
იუნგი ჩანთებით დატვირთული გაიქცა ჯიმინის ოთახში, რომ ისინი თავიანთ ადგილას დაებრუნებია.
ჰოსოკი ფარდებს წევდა და სახლში ბუნებრივ შუქს უშვებდა.
ერთი წუთით ოჯახური იდილია სუფევდა, რომელიც ძალიან მცირე დროში გაქრა.
