1064
ცხოვრება რთულია!
სწორედ ამ სიტყვებით იწყება და მრთავდება მინ იუნგის დღე.
მისი ყოველდღიურობა ერთმანეთს ჰგავს, მომაბეზრებელია მაგრამ ამას ვერსად გაექცევა თუ უნდა რომ მომავალში კარგად იცხოვროს,თავისი ძმა ბედნიერი იყოს და დედაც ჯანმრთელი.მამას სიკვდილის წინ პირობა მისცა რომ არ დაუშვებდა დედას და ძმას რამე მოსვლოდათ,ის მათ სიცოცხლის ბოლომდე დაიცავდა და სწორედ ამიტომაა ამდენს რომ შრომობს.
სიღარიბის მიუხედავად მინს სიამაყეც გააჩნია,მის პრინციპეპს არასდროს ღალატობს და ყოველთვის ერთი მიმართულებით იყურება.
ფულის გამო ყველაფერზეა წამსვლელი,ამაში საკუთარი სიცოცხლის გაწირვაც შედის.ალბათ ფიქრობთ ხარბიაო,მაგრამ მინ იუნგი ისე რომ გაზრდილიყო როგორც სხვა ბავშვები,ისე წასულიყო სკოლაში,ისე ეცხოვრა როგორც სხვა ბავშვებს ამას არ იფიქრებდით.~სიხარბე სიღარიბის ნიშანია.ნიშანია იმისა რომ უკეთესი ცხოვრება გინდა.~
თუ სხვა ბავშვები სკოლაში წასვლისას დედის სითბოთი იღვიძებდნენ,იუნგი იმის შიშით იღვიძებდა რომ ავტობუსისთვის მიესწრო და სამსახურშიც დროულად გამოცხადებულიყო.
მოიტყუებდა თუ იტყოდა რომ დედის სითბო აკლდა,უბრალოდ ამით ვერასდროს ტკბებოდა.
დედა ბავშვობიდან ცუდად ჰყავდა,მუშაობისას წელი დაიზინა და წოლითი რეჟიმი აქვს. დედა როდესაც მინისკენ იწევდა ჩასახუტებლად ბიჭს ეგონა რომ ის გრძნობდა, მისი სიკვდილის მოახლოებას და მის ხელებში განუტევდა სულს.სწორედ ამ შიშის გამო დედას იშვიათად ეხუტებოდა,სამაგიეროდ კოცნებით ავსებდა.მისი პატარა ძამიკო ლუ ჭკვიანი იყო, მაგრამ მის სიჭკვიანეს ონავრობა წონიდა.ხან ერთი მიზეზის გამო იბარებდნენ მინს სკოლაში,ხან მეორე.ძმას არასდროს უბრაზდებოდა ფიქრობდა რომ ამით უფრო დააფრთხობდა,ამიტომ ცდილობდა სულ საუბრით მოეგვარებინა მასთან სიტუაცია.
YOU ARE READING
𝚃𝚠𝚘 𝚂𝚒𝚍𝚎||𝚈𝚘𝚘𝚗𝚖𝚒𝚗
Fanfictionპაემანი? გართობა? ამას იუნგი ვერ შეძლებს, რადგან ღარიბებისთვის ურთიერთობები დაუშვებელია. 🔞 შიფი:✨იუნმინი✨ ინსპირაცია:✨დრამა-შორიდან გაზაფხული მწვანეა ✨ 18.07.2021 26.09.2021