წვიმიანი დილა

748 108 151
                                    


1730

იუნგის წვიმის ხმა აღვიძებს,სასწრაფოდ დგება ლუს საწოლიდან და ფანჯრების დახურვას იწყებს.წვიმის წვეთებს უკვე შემოეღწიათ სახლში მაგრამ იუნგი ამას მალევე მოასუფთავებს.მთავარია მალე ადგა და ფანჯრები დახურა,სანამ უარესად დაიტბორებოდა ოთახი.
მოსუფთავების შემდეგ ლუს მიუწვა ცოტახნით და შუბლზე კოცნიდა.პატარაც მოეხვია მას და განაბული იწვა იუნგის მკლავებში.იუნგიმ საათს რომ დახედა ექვსი სრულდებოდა,ჯერ კიდევ დრო ჰქონდა სანამ საფუნთუშეში მივიდოდა მაგრამ ვეღარ იძინებდა.ლუ გვერდით მიაწვინა და ადგა.

სიცივისგან შეაკანკალა,უკვე ზაფხული დგებოდა მაგრამ დილის სუსხი მაინც ცივი იყო.სამზარეულოში შევიდა და ჩაიდანი დააგდა.იქვე სამზარეულოს სკამზე ჩამოჯდა და წვიმის ხმას ყური დაუგდო.ისე ძლიერად აღარ წვიმდა როგორც რამდენიმე წუთის წინ მაგრამ ამჯერად ელავდა.ეს იუნგიმ ფანჯრიდან შენიშნა და წამოდგა რადგან ჩაიდანი უკვე ადუღებულიყო.

კარადის თაროდან მისი საყვარელი ჭიქა გამოიღო და წყალი ჩაისხა,რამდენიმე დღის ჩაის ფერი ჩაიგდო და ერთი კოვზი შაქარი ჩააყარა.ვერ იტანდა ტკბილ ჩაის ან ყავას.შაქარს გამოურია და ჭიქა ხელებში მოიქცია,ესიამოვნა ცხელი ჭიქის დაჭერა ხელში და უკვე ერთი ყლუპი გააკეთა რომ ორგანიზმიც გაეთბო.ისევ სკამზე ჩამოჯდა და ლუზე დაიწყო ფიქრი...თუ როგორი ბიჭი გაიზრდებოდა ან რა პროფესიას დაეუფლებოდა.იუნგი ბედნიერი იყო რომ ლუს აღზრდაში დიდი წვილი მიუძღვოდა,ისიც უხაროდა რომ თეჰიონს ასე ძალიან უყვარდა ის და ლუს გვერდით ასეთი კარგი ხალხი ჰყავდა.

ჩაის დალევის შემდეგ,ჭიქა და კოვზი გარეცხა და მშრალ ხელსახოცებზე დაალაგა დასაწურად.უკან ოთახში დაბრუნდა,ლუს გვერდით ჩამოუჯდა საწოლთან და თმები გადაუწია,მას კი ისევ იგივე პოზაში ეძინა როგორც იუნგიმ დატოვა მაგრამ ამჯერად ბალიშს ეხუტებოდა ახლა იუნგის მაგივრად.

 𝚃𝚠𝚘 𝚂𝚒𝚍𝚎||𝚈𝚘𝚘𝚗𝚖𝚒𝚗Where stories live. Discover now