1805
არ ოცნებობს, ოცნებები მხოლოდ მდიდრებს გააჩნიათ. ის უკვე მის დაგეგმილ ცხოვრებას მიჰყვება ყოველდღიურად.
ეს ყოველდღიურობა მისთვის მოსაბეზრებელია უკვე, მაგრამ უნდა გაუძლოს, ლუს გამო, დედას გამო და ბოლოს - საკუთარი თავის გამო.
საბოლოოდ ყველაფერი სრულდება და ეს ჯოჯოხეთური დღეებიც დასრულდება მის ცხოვრებაში, იუნგის სჯერა ამის.
ფუნთუშების მაღაზიაში სმენა გადაცვალა, რადგან ბავშვებს ბანაკიდან უნდა გამოჰყოლოდა, ამიტომ დროც არ ჰქონდა და უფროს დაჰპირდა, რომ შემდეგ კვირას ორმაგს იმუშავებდა.
დღეს დაღლილი იყო, არა იმიტომ, რომ იმუშავა, არამედ იმიტომ, რომ წუხელ ბევრი იფიქრა. საერთოდ არ ეძინა და ჯიმინზე ფიქრობდა.
მისი სიახლოვე მისთვის უცხო იყო. უნივერსიტეტში ყველა ფსიქოპატს ეძახის, ეს ვარსკვლავური ღიმილის მქონე ბიჭი კი მას როგორც მის კურსელს, ჩვეულებრივ ადამიანს და როგორც ახლობელს ისე ექცევა. თუ არ ექცევა აგრძნობინებს მაინც.
იუნგი ამას ჯიუტად არ იღებს, საზღვარს ვერ გადაკვეთს. ღარიბები მხოლოდ საბრალოები არ არიან, მათ თავისუფლებაც არ გააჩნიათ!!!თეჰიონთან შეეძლო ყველაფრის გაზიარება, რადგან თითქმის ერთ დონეზე იყვნენ. მაგრამ ჯიმინთან არა! ის მდიდარია, არ უცხოვრია ისე, როგორც იუნგის, არ უჭამია ცივი ატრია და არც დაღლილობისგან წაქცეულა სადმე ქუჩაში.
ავტობუსიდან ჩამოსვლისას ბავშვებს დაემშვიდობა, უნივერსიტეტთან ახლოს მდებარე მაღაზიაში კიმბაბი და წვენი იყიდა და ისევ უნივერსიტეტში დაბრუნდა.
ეზოში სკამზე ჩამოჯდა და ბიბლიოთეკიდან გამოტანილი წიგნის კითხვა დაიწყო. წიგნი იმდენად საინტერესო იყო, რომ მასში ჩაიძირა და ჭამაც დაავიწყდა.
წიგნის ახალ გვერდს შლიდა, როდესაც მანქანის ბორბლების მკაფიო ხმა გაიგონა და ყურადღება გაეფანტა. ისევ წიგნს უნდა დაბრუნებოდა, მაგრამ ჯიმინს მოკრა თვალი, მანქანიდან გადმოსულ კაცს ელაპარაკებოდა.
YOU ARE READING
𝚃𝚠𝚘 𝚂𝚒𝚍𝚎||𝚈𝚘𝚘𝚗𝚖𝚒𝚗
Fanficპაემანი? გართობა? ამას იუნგი ვერ შეძლებს, რადგან ღარიბებისთვის ურთიერთობები დაუშვებელია. 🔞 შიფი:✨იუნმინი✨ ინსპირაცია:✨დრამა-შორიდან გაზაფხული მწვანეა ✨ 18.07.2021 26.09.2021