2600
ოთხი ბიჭი,იოსუს რკინიგზის სადგურზეა, დაღლილ-დაქანცული ტაქსის მოსვლას ელოდებიან და ერთმანეთზე მიყრდნობილები დგანან.
იუნგი ჯიმინის ყელს ეჭიდება,რადგან უძილობისგან ფეხები ერთმანეთში ეხლართება.სავაჭრო ცენტრში ბოდიალმა სხეული სულ გამოუფიტა,მგზავრობამ კი ძალიან დაქანცა,რის გამოც ჯიმინს ტანზე ეწეპება და ხელებს წელზე ხვევს.
ჯონგუკიც იგივე მდგომარეობაშია თეჰიონთან,იმ განსხვავებით რომ
ჯონგუკს პირდაპირ თეჰიონის მკლავებში სძინავს.ტაქსის მოსვლის დროს,ჯიმინი თეჰიონს ანიშნებს ჯერ შენ ჩაჯექიო და შემდეგ გვერდით იუნგისთან ერთად უჯდება.
ამ ქალაქში პირველადაა,არ იცოდა სანაპიროც თუ იყო,ამიტომ გაკვირვებული და თან ხედებით მონუსხული ფანჯარაში გაჰყურებს,დრო და დრო კი იუნგის მწვანე თმებში ხლართავს ხელებს და ეფერება.ამაზე იუნგის წკმუტუნი ესმის მხოლოდ და კმაყოფილი ოხრავს.
გულ-მკერდზე იუნგის ცხელს სუნთქვას გრძნობს და სხეული უხურს,ცოტა აკლია რომ იუნგის პერანგში არ შეუძვრეს და ახლავე არ დაკმაყოფილდეს!
საბოლოოდ,თავი მოთოკა და ყურადღების გადასატანად თეჰიონს მიუბრუნდა,მაგრამ მასაც ჩასძინებოდა ჯონგუკთან ერთად და მშვიდად ფშვინავდა.
ჯიმინმა დანებების ნიშნად ამოიოხრა და მძღოლის გვერდით,პატარა მონიტორზე რუკას დააკვირდა.სადაც იმყოფებოდნენ მწვანე ციმციმებდა,ხოლო დანიშნულების ადგილი წითლად.მისი გამოთვლებით სადღაც სამ წუთში იუნგის სახლში უნდა ყოფილიყვნენ და მართალიც აღმოჩნდა.
მძღოლმა სვლა შეანელა და პატარა დასახლებაში შეჩერდა,შემდეგ ბიჭებს გადმოხედა,მხოლოდ ჯიმინი რომ
დახვდა ფხიზელი მას უთხრა მოვედითო და ისევ მიბრუნდა.ჯიმინმა ჯერ იუნგი შეანჟღრია,ცოტა რომ გართულდა მისი გაღვიძება თეჰიონს დაადო ხელი მხარზე და საბედნიეროდ,თეჰიონს მისი ფხიზელი ძილის მეშვეობით მალე გამოეღვიძა.ჯიმინს კი,მადლობის ნიშნად თბილად გაუღიმა და ჯონგუკი ისევ მისი ხელით გადაიყვანა.
YOU ARE READING
𝚃𝚠𝚘 𝚂𝚒𝚍𝚎||𝚈𝚘𝚘𝚗𝚖𝚒𝚗
Fanficპაემანი? გართობა? ამას იუნგი ვერ შეძლებს, რადგან ღარიბებისთვის ურთიერთობები დაუშვებელია. 🔞 შიფი:✨იუნმინი✨ ინსპირაცია:✨დრამა-შორიდან გაზაფხული მწვანეა ✨ 18.07.2021 26.09.2021