მწვანე თავიანი

931 119 110
                                    

1002

მეგობრები? ძალიან ბევრი ჰყავს.

პირველკურსელის კვალობაზე ზედმეტად ბევრიც კი. მისთვის ძალიან მარტივია მეგობრების შეძენა, უბრალოდ უნდა გაიღიმოს და მისი ოქროს ბარათი ცხვირწინ აუფრიალოს მათ.

შემდეგ უკვე ყველა ჯიმინის მეგობრად თვლის თავს.

ეს ჯიმინს არ აწუხებს, მოსწონს ის, თუ როგორ გიჟდებიან გოგონები მასზე, როგორ ცდილობენ მასთან დაახლოებას და მისგან მცირეოდენი ყურადღების დამსახურებას. ამის გამო მისი ფანკლუბიც შექმნეს და ყოველ თვე, რაღაც უაზრო კონცერტებს მართავენ უნივერსიტეტში, რაზეც ჯიმინს ძალით უწევს დასწრება. ამ დროს ფართო ღიმილს სახიდან არ იშორებს და სხვადასხვა ნომრის შემდეგ მხურვალედ უკრავს ტაშს. ზოგი მისთვის ცეკვავს, ზოგი მღერის, ზოგი ლექსებსაც კი უკითხავს, რაზეც გულში ეცინება, მაგრამ რეალუარდ სევდანარევი სახით ზის და ლექსის ავტორს უყურებს.

სამ საათიანი ლექციების შემდეგ, აქ ჯდომა მისთვის სასჯელია, მაგრამ როგორმე უნდა აიტანოს და აიტანს კიდეც.

ჯიმინი გრძნობს თუ როგორ ვერ იტანს საკუთარ თავს. როგორი ყალბია! სძულს ეს ყველაფერი. ვერ იტანს იმ ფაქტს, რომ მისი რეალური სახის დამალვა უწევს. ყველა ურთიერთობას თვითონ ერგება და სხვადასხვა პიროვნების ნიღაბს ირგებს, ეს დამღლელია, თან აუტანელიც.

გამბედაობა რომ ჰქონდეს, თავსაც მოიკლავდა, მაგრამ ეს შანსი მაშინ გაუშვა ხელიდან, როცა სახლიდან გამოაგდეს.
იმ დღეს ყველაფერმა აზრი დაკარგა, აღარ ანაღვლებდა არც მისი მომავალი და არც გარშემო მყოფი ხალხი, რადგან ჯიმინი უკვე ყველა ახლობელმა უარყო.

იმ დღეს რომ არა ის მოხუცი კაცი, ხიდდთან, მართლა მოკვდებოდა, მაგრამ მოხუცმა მისი ერთი ფრაზით ჯიმინის გონება 360 გრადუსით ამოატრიალა.

"დაუმტკიცე მათ, რომ შეცდნენ" და სწორედ ამიტომ ცოცხლობს! დაუმტკიცებს მის ძმას და მშობლებს რომ ღირსეულია, რომ იმსახურებს ამ გვარს და მათ არ არცხვენს.

 𝚃𝚠𝚘 𝚂𝚒𝚍𝚎||𝚈𝚘𝚘𝚗𝚖𝚒𝚗Where stories live. Discover now