და დავლევთ ჩაის,გავაყუჩებთ ტკივილს.

828 95 117
                                    


2272

სამყაროს არ სურს დაინახოს თუ როგორ კაშკაშებენ ახალგაზრდობა,ამიტომაც არიან ასეთი საუცხოოები.ნიღაბს ნიღაბზე ირგებენ და მაქსიმალურად ცდილობენ მათი რეალური სახის დამალვას.იუნგიც ამ ახალგაზრთაგან ერთ-ერთია,ალბათ ჯიმინიც.

ზოგი უფროსებს ბაძავს,უნდათ როგორც მათი მშობელბი ისეთივე წარმატებულები იყვნენ,ჯიმინის შემთხვევაში ასე არ არის.არც კომპანიის მართველობა სურს და არც უცხოელებთან მოლაპარაკებები.უბრალოდ უნდა ჩვეულებრივი ცხოვრებით იცხოვროს,ჰქონდეს მყუდრო სახლი,იმდენი ფული რომ საარსებოდ ეყოს და ადამიანები რომლებიც მას ისეთს მიიღებენ როგორიც არის.ფიქრობს ასეთს იუნგი მიიღებს,ბევრი საერთო აქვთ,მატერიალურად თუ არა სულიერად მაინც.იუნგი ძალიან მოსწონს,რატომღაც ფიქრობს და სულ ფიქრობდა რომ ნიღაბი იუნგის ხალხის გამო აქვს.ხალხის რომელიც მას სიღარიბის გამო დასცინებენ,ხალხის რომელიც ცხოვრებას გაუკრიტიკებენ,დაუმახინჯებენ და სულიერად გატეხავენ.ჯიმინის კი პირიქით,იმისთვის აქვს რომ ხალხთან დაახლოვდეს,ურთიერთობები ჰქონდეს და იპოვოს ის ერთადერთი ვინც მას გაუგებს.

იუნგისთან საუბრის მერე ლექციებს დაესწრო,ბიჭებს უთხრა რომ თავს ცუდად გრძნობდა და სახლში წავიდა.

ნეტავ,არ წასულიყო.

ნეტავ, სხვაგან ყოფილიყო.

ნეტავ, მის წინ ახლა ის არ იდგეს ვისაც ხედავს.

-დედა,ხმა გაუტყდა.დედა თითქმის სამი წელია არ უნახავს,ხანდახან რომ ენატრებოდა მის სალონში მიდიოდა და გარედან უყურებდა როგორ ვარცხნიდა თმებს სტუმრებს,ან როგორ წრუპავდა მის კაბინეტში ყავას.-გაქვავებული იდგა,დედისგან ელოდებოდა ნაბიჯებს.სურდა მოსულიყო და ჩახუტებოდა,ეკოცნა და თმებზე მოფერებოდა.მაგრამ იცოდა ამას ვერ მიიღებდა ამიტომ ისევ მან გადადგა ნაბიჯები.

-ჯიმინ,მიმართა ქალმა.-არანაერი შვილო,არანაერი ცრემლიანი თვალები და არც ჩახუტება.ჯიმინმა მიხვდა რომ ცოტაც და ჩაიკეცებოდა.ვერ გაუძლებდა ამ ემოციებს,არადა დედამ მხოლოდ სახელით მიმართა და მის წინ დგას.მაგრამ გრძნობს რომ გულს უსერავენ,სისხლს აცლიან და უმოწყალოდ იქნევენ წყალში.
-"ისეთივე ცივია,როგორც აქამდე იყო"-ო გაიფიქრა ჯიმინმა და საკუთარ თავს შინაგანად აიძულებდა რომ არ დაცემულიყო.

 𝚃𝚠𝚘 𝚂𝚒𝚍𝚎||𝚈𝚘𝚘𝚗𝚖𝚒𝚗Where stories live. Discover now