უარყოფა-მიღება

750 91 175
                                    

1546

ცხოვრება იმაზე რთულია,ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.ეს ფრაზა იუნგიზე კარგად არავის ესმის.ახლაც კი როდესაც,მისი ტუჩები ჯიმინს აქვს დაპყრობილი და გემრიელად წოვს,ამაზე ფიქრობს.არ შეუძლია ჯიმინის ცხოვრების დანგრევა,იცის მასთან ურთიერთობით ცხოვრებას იმაზე მეტად გაურთულებს ვიდრე ახლა აქვს,ამ ეტაპზე.როდესაც უნივერსიტეტში გაიგებენ რომ იუნგისთან აქვს ურთიერთობა,მიწასთან გაასწორებენ.იუნგის მისი თავი არ ანაღვლებს,ისედაც ყოველთვის ფეხებზე ეკიდა ხალხის აზრი მაგრამ ახლა საქმე ჯიმინს და მის რეპუტაციას ეხება.ამიტომ ჯიმინს ასე რთულა მდგომარეობაში ვერ ჩააგდებს! იუნგი გადაიტანს მაგრამ ჯიმინი ვერა.ამ ფიქრებში გართულმა,ჯიმინის კოცნა შეწყვიტა და უკან დაიხია.
ხედავდა ჯიმინის მზერას,რომელიც მან გამოიწვია.თითქოს საყრდენი ღერძი გამოგლიჯა და ახლა სამაგიეროს ჯიმინი,მისი მზერით უხდის.

-რა მოხდა?-გაკვირვებით და ნაღვლიანად ამოილაპარაკა ჯიმინმა.

-ამას არ უნდა ვაკეთებდეთ,-ჩაიბუტბუტა იუნგიმ და ჯიმინის მტევნები მისსაში მოიქცია.-ეს არასწორია.

ჯიმინმა ის მზერა,რაც იუნგისთვის ჰქონდა მიპყრობილი უფრო გაამკაცრა და იუნგის მისი ხელები გამოგლიჯა.

-გადი!-ბრძანებლური ტონით უთხრა იუნგის და თვალები ააარიდა.

-მაგრამ,ჯიმინ...

-გადი მეთქი! -უკვე წამოიყვირა ჯიმინმა და საწოლზე აცოცდა.

იუნგი ბიჭს, რამდენიმე წუთის განმავლობაში აკვირდებოდა.ჯიმინი კი საბანში უხმაუროდ გაეხვია,ემბრიონის პოზა მიიღო და მისი ნარინჯისფერი თმა ბალიშში ჩამალა.იცოდა რომ აქ იდგა,მის სუნთქვას გრძნობდა მაგრამ მაინც არ რეაგირებდა.იუნგიმ კი დანებების ნიშნად მხრები აიჩეჩა და ოთახის კარი გამოხურა.

ოდესღაც მოვა დრო,როდესაც მის საქციელს აუხსნის.ახლა კი,ამას ნამდვილად ვერ შეძლებს.

 𝚃𝚠𝚘 𝚂𝚒𝚍𝚎||𝚈𝚘𝚘𝚗𝚖𝚒𝚗Where stories live. Discover now