დაკარგვის შიში

761 90 150
                                    


1706

ჯიმინის სიტყვებმა იუნგიზე ძალიან იმოქმედეს,საშინლად აუჩქარდა გული და არ იცოდა სად წაეღო მისი გრძნობი.ეს მაშინ დაემართა ბოლოს როდესაც ჯიმინის სახლში იყო.ახლაც იგივე მეორდებოდა მაგრამ ამჯერად თეჰიონი არ ჰყავდა გვერდით რომ მის გრძნობებზე დალაპარაკებოდა.
იუნგი გრძნობდა როგორ აწვებოდა ყელში იმის გრძნობა რომ ჯიმინი გულში ჩაეკრა მაგრამ ამას აიგნორებს და ისევ ჯიმინს უყურებს.არაფერს ამბობს,მხოლოდ თვალებში უყურებს.ბოლოს მისკენ იწევა და ხელს უწვდის.

ჯიმინი ჯერ გაკვირვებულია,შემდეგ კი მის ხელს იუნგის ხელში აცურებს და მაგრად უჭერს.

-არაფერი მკითხო,უბრალოდ ასე ვიყოთ ცოტა ხნით.-ამბობს იუნგი და გზას აგრძელებს.

გზაში ჯიმინი უფრო მიეხუტა,მხარზე თავი დაადო და ნელა განაგრძეს სიარული.

ტობბოკის საჭმელად რომ მივიდნენ ჯიმინს გაეცინა.

-აბა,პაემანზე არ ვართო?

-თვითონ გინდოდა რომ ასე ყოფილიყო.

-სულ ასე შემისრულე ხოლმე სურვილები.-გაიკრიჭა ჯიმინი მაგრამ იუნგისგან მხოლოდ მკაცრი მზერა დაიმსახურა.

იუნგიმ ორი პორცია ტობბოკი შეუკვეთა და ერთი ჯიმინს გაუწოდა,ჯიმინმაც სასწრაფოდ გამოართვა და გაყინული სახე შეფუთვას მიადო.

-რას აკეთებ დაიწვები! -მიუვარდა იუნგი.

-შემცივდა.

-ჯიმინ,შუა ზაფხულია!

-დღეს ტემპერატურა 24 გრადუსია,ღამით კიდე უფრო დაეცა.

-ვიცი რის მიღწევასაც ცდილობ პაკ ჯიმინ!-იუნგი მისკენ მიიწია და ტობბოკი გამოართვა.

ჯიმინს ჩაეღიმა,იმას მიაღწია რაც სურდა და სახე ახლოს გასწია.იუნგიმ ჯერ თითი აატარა მის სახეზე,მერე თმებზე წაეთამაშა და ბოლოს ცხვირზე პატარა კოცნა დაუტოვა.

-ჩამეხუტე.

იუნგიმ არ დააყოვნა,ხელები მოჰხვია და უფრო მიიკრა სხეულზე.ორივეს სხეული გახურდა,სიცხისგან კი ლოყები დაუწითლდათ.

 𝚃𝚠𝚘 𝚂𝚒𝚍𝚎||𝚈𝚘𝚘𝚗𝚖𝚒𝚗Where stories live. Discover now