ჩემი,შენი და ჩვენი ანგელოზი

702 88 115
                                    

1752

რატომ რთულდება ცხოვრებაში ყველაფერი?! რატომ ტანჯავს იუნგის ასე? სხეული ისედაც გამოუფიტა,გონება დაუქუცმაცა და ახლა გულსაც მიადგა? მაგრამ რისთვის?!უბრალოდ რატომ?!

ჩამოსვლიდან სამ კვირაში,ბებია სანამ დედის სიკვდილი შეატყობინა და იუნგის სიცოცხლის სურვილიც თან გაიყოლა.უბრალოდ იდგა უნივერსიტეტის მიმავალ გზაზე და არ ინძრეოდა,შვიდი საფერხმალო შუქნიშანი გამოტოვა და ერთ ადგილას გაქვავდა.ადამიანების გაკვირვებულ გამომეტყველებას ყურადღებას არ აქცევდა და ტროტუარზე ჩაიკეცა,იმხელა ხმაზე იღრიალა მთელი ქუჩის ყურადღება მიიქცია და თან გონება დაკარგა.

მხოლოდ სიშავეს ხედავდა და ეს ამშვიდებდა,ისედაც სულ მარტო დატოვეს,ეს წყვდიადი კი სწორედ მისთვის ზედ გამოჭრილი იყო.

აქ ვერც საყვარელი ხალხის სახეს ხედავდა,არც მათი ხმა ესმოდა და ეს ყველაფერი ამშვიდებდა,მაგრამ ბოლოს დედის,მამის და ლუს სახე გონებამ აღიქვა.ამის გამო,იგრძნო რომ გააკანკალა და ცოტა ხნით გონს მოეგო.ამ დროის განმავლობაში მხოლოდ ექიმების და ექთნების ხმა ესმოდა,მაგრამ ბოლოს ისევ წყვდიადს დაუბრუნდა.წყვდიადს, სადაც მამამისი მისგან ზურგ შექცევით იდგა და იუნგის ყურადღებას არ აქცევდა...არადა იუნგის პირიქით,უნდოდა მამის ხმა გაეგო და თვითონაც დალაპარაკებოდა მას, მაგრამ რა უნდა ეთქვა მამისთვის?! ის რომ მათი საყვარელი ქალი ვერ დაიცვა?! თუ ის რომ სიცოცხლის ბოლომდე მასთან არ იყო?!

დრო და დრო,გონება ისევ ებინდებოდა და საბოლოოდ სრულიად მოსწყდა ყველაფერს...

_____________

-ჯიმინ,დამშვიდდი იუნგი ძლიერია.-მხრებზე ეხვეოდა თეჰიონი ჯიმინს და პალატასთან ჩაკეცილ ბიჭს ამხნევებდა.-ის მართლა ძლიერია!-იმეორებდა თავისთვის და არ ესმოდა ამით საკუთარ თავს ამშვიდებდა თუ ჯიმინს...

ჯერ იმ ფაქტს ვერ შეგუებოდა რომ დეიდა მინა აღარ იყო,ახლა იუნგის მდგომარეობაც დაემატა.მის თავზე კი არა,იუნგის და ლუს გამო წუხდა.რა ეშველებოდათ ერთადერთი საყრდენის გამოგლეჯით?! რა ეშველებოდათ მის გარეშე?! ამ კითხვებზე პასუხი არ აქვს,მაგრამ იცის რომ ბოლომდე მათ გვერდით იქნება.

 𝚃𝚠𝚘 𝚂𝚒𝚍𝚎||𝚈𝚘𝚘𝚗𝚖𝚒𝚗Where stories live. Discover now