წითელი,ყვითელი და მწვანე

636 83 156
                                    

1560

სეულის რკინიგზის სადგურიდან ორი ერთმანეთზე ჩახუტებული ბიჭი გამოდის და წვიმისგან დაცვარულ გზებზე მშვიდად მიაბიჯებს.მწვანე თავიანმა გამოსვლის წუთიდანვე იუარა ტაქსით წასვლა და ჯიმინს სთხოვა ფეხით გაევლოთ.რა თქმა უნდა,ჯიმინიც დათანხმდა და იუნგის ხელები მისი ქურთუკის ჯიბეებში ჩაილაგა.დრო და დრო,თითებზე ეფერებოდა და ფრჩხილებს ნაზად ატარებდა მის სიცივისგან უარესად გათეთრებულ კანს.

სეულის ქუჩები წვიმიან ამინდში ყოველთვის ცარიელია,არავინ არ მიიჩქარის ფეხით სამსახურში,არც სუვენირების გამყიდველები არ არიან გარეთ და არც პიარ მენეჯერები,რომლებიც თავიან რესტორანში გიპატიჟებენ.ეს ყოველივე კი,წყვილს უადვილებს ქუჩაში გადაადგილებას.

სეულის უზარმაზარ სართულებს შეუკავებიათ წვიმის წყალი და ახლა,როდესაც წყვილი ტროტუარზე დადის წვეთ-წვეთად წვეთავს,იუნგის ეს წვეთები სულ ეცემა რაც არ უნდა თავი აარიდოს,ამიტომ ახლაც არ იყო გამონაკლისი და მხარზე რამდენიმე წვეთისგან გამოწვეული სისველე იგრძნო.ზევით გაუზრებლად აიხედა და რომ მიხვდა რაშიც იყო საქმე,მხარზე ხელი გაბრაზებულმა გადაისვა.

ჯიმინს ამაზე ჩაეცინა და იუნგის ადგილი გაუცვალა,შემდეგ თითები ისევ ქურთუკში შეუცურა და ახლოს მიიზიდა.

-ვგიჟდები შენს სურნელზე,-შესუნთქვის დროს თქვა ჯიმინმა და იუნგის ამჯერად წელზე მოეხვია.

მწვანე თავიანს არაფერი უთქვამს,უბრალოდ ჯიმინის ხელებს მისი თითები მოხვია,თვალებში ჩააშტერდა და შემდეგ ისევ გზა განაგრძო.თითქოს ჯიმინისთვის ბევრი რამის თქმა სურდა მაგრამ თან არაფრის,სიტყვებს თავს ვერ უყრიდა და ამიტომაც განაგრძო ჩუმად გზა.

-ფინლაურები გვეწყება,-ალაპარაკდა იუნგი.

-ვფიქრობ რომ გადავლახავ,თუ კარგად ვიმეცადინებ.

-არც მე ვნერვიულობ,მაგრამ მეცადინეობა მეც დამჭირდება.

-სკოლის ბიბლიოთეკაზე რას იტყვი?-უცებ კარგი იდეა გაუჩნდა ჯიმინს და ბედნიერმა შეხედა მწვანე თავიანს.-ვფიქრობ კარგი იქნება ერთად თუ ვიმეცადინებთ.

 𝚃𝚠𝚘 𝚂𝚒𝚍𝚎||𝚈𝚘𝚘𝚗𝚖𝚒𝚗Where stories live. Discover now