მოლოდინები

756 88 239
                                    

2149

ყველა ადამიანი,ყველა თუ არა უმეტესობა მაინც,პრობლემებს ემალება,მისგან გარბის ან კიდევ ივიწყებს.ასეთი ადამინების ყველაზე მეტად შურს იუნგის! უნდა მისი პრობლემებიც სადღაც ჯურღმულში შეყაროს და საბოლოოდ იქ გამოკეტოს,მაგრამ ეს არ შეუძლია.ისევ დედის,ლუს,საკუთარი თავის და უკვე ჯიმინის გამოც.ამიტომ აიტანს და ყველაფერს დაასრულებს!

სწორედ ამიტომ გადადგა ჯიმინისკენ ნაბიჯი,სწორედ ამიტომ არის მისი ტუჩები ახლა ჯიმინის ტუჩებში და სწორედ ამიტომ,არ ეწინააღმდეგება იუნგი ჯიმინს როდესაც ის პერანგის ქვეშ უძრება.

საბოოლოდ მის გონებამდე აღწევს ის ფაქტი, რომ ქუჩაში არიან და ჯიმინს აჩერებს.მის უკმაყოფილო ჩაფრუტუნებაზე ეცინება,მისკენ იწევა და თვალებში აშტერდება.

-ადექი სახლში უნდა წავიდეთ,-ცხვირზე მსუბუქად ხელს ურტყამს და ჯიმინის კალთიდან ძვრება.

-აქაც კარგად ვარ,არ მინდა სახლში.-მოიხარა ჯიმინი და ეშმაკურად შეხედა ზევიდან მომღიმარ მწვანე თავიანს.

-ჯიმინ! შენთვისვე აჯობებს რომ გამომყვე,ხომ ხედავ დაშავებული ხარ.

-მაშინ საჩუქარი მინდა! ისე არ წამოვალ.-გაიბუტა ჯიმინი და დახეთქილი ტუჩები,რომელიც ჯერ კიჰიონის მიერ დაშავდა,შემდეგ კი იუნგის კოცნისგან წინ გამობუშტა.

-ბავშვივით ნუ იქცევი,ადექი ახლა! -ხელზე დაქაჩა იუნგიმ და წამოაყენა.

-საჩუქრის გარეშე არ წამოვალ!-ისევ გაიბუსხა ჯიმინი და უკან გაიწია.

-კარგი,მაგ შენს საჩუქარს ლუს დაბადების დღეზე მიიღებ.-კმაყოფილი ჩაიღიმა იუნგიმ.

იცოდა რა სიბინძურეც უტრიალებდა თავში ჯიმინს და ამის გაკეთებას ქუჩაში არ აპირებდა!

-ლუს დაბადების დღეზე?-გაიკვირვა ჯიმინმა.-როდის აქვს?

-ორ დღეში.

-აქამდე უნდა გეთქვა,საჩუქრის არჩევა დამჭირდება.

-ვინ თქვა რომ გპატიჟებს?- გაეხუმრა იუნგიმ და ჯიმინის გაბუტულ სახეზე გულში ხარხარებდა.

 𝚃𝚠𝚘 𝚂𝚒𝚍𝚎||𝚈𝚘𝚘𝚗𝚖𝚒𝚗Where stories live. Discover now