სირინოზი და მისი რჩეული

798 87 263
                                    

1960

ტალღების ნაპირზე შეჯახებია ხმა,მოსიყვარულე წყვილის ყურებამდეც აღწევს და ორივე ჩუმად უგდებს ყურს,ამ ჭკუის წამღებ მელოდიას.

იუნგის ჯიმინის სველ ფეხებზე უდევს თავი და მასზე შერჩენილი ზღვის სურნელით ტკბება,ამას ჯიმინის ბუნებრივი,მაგნოლიის სურნელიც დასდევს და იუნგი სულ ჭკუიდან გადადის.ფრთხილად ქაჩავს მისკენ ნარინჯისფერ თმიანს და ტუჩებს აწეპებს.ამით კმაყოფილი ჯიმინი,იუნგის ფითქინა მუცელზე უსვამს მის მომცრო თითებს და უფრო აღრმავებს კოცნას.იუნგიც არ ნებდება და კოცნაში იქამდე ჰყვება სანამ ჟანგბადის ნაკლებობას არ გრძნობს.ჯიმინს ამაზე ეღიმება და ზემოდან მის ფეხებზე მწოლიარე იუნგის დაჰყურებს,რომელიც მთვარის შუქზე მომაჯადოვებელ სირინოზს ჰგავს.ის ხომ გაგიგიათ,სირინოზები ადამიანებს მათი ხმით ატყვევებენო? სწორედ ამ წამს მოხდა ეგ,როდესაც იუნგიმ ხმა ამოიღო,ამიტომ ჯიმინმაც დაჰიპნოზებულივით ჩააშტერდა თვალებში და მის პირის მოძრაობას თვალს არ აშორებდა.

-იცი,აქ მამას მოვყავდი.-დაიწყო იუნგიმ.-როდესაც სკოლაში რთული პერიოდი მქონდა,სახლშიც არავის ველაპარაკებოდი,საერთოდ ოთახიდან ცხვირსაც არ ვყოფდი,ტიპიური თინეიჯერი ვიყავი.-ჩაიფრუტუნა იუნგიმ და ამჯერად თვითონაც შეხედა ჯიმინს თვალებში.-ერთ დღესაც მამას ეს ყელში ამოუვიდა,არასდროს ვაძლევდი ჩემთან საუბრის საშუალებას,ამიტომ ხელი დამავლო და სანაპიროზე წამომიყვანა.მეც ჩემს უშველებელ ჰუდში,რომელიც ზედი ზედ სამი დღე მეცვა,ხელები ჩავალაგე და უკან გავყევი.სანაპიროზე რომ აღმოვჩნდით დიდად არ გამკვირვებია,მაგრამ იქ დაბუდებულმა სიმყუდვროვემ და მამის სითბომ,რომელიც მისი უკნიდან ჩახუტებისას ვიგრძენი,ნამდვილად გამაკვირვა.-ღრმად ჩაისუნთქა იუნგიმ და მისი თითები ჯიმინის თითებში ახლართა.-იმაზე მეტად მომეწონა მამის სითბო,ვიდრე მანამდე ვფიქრობდი.კარგია,ისეთი ადამიანის გვერდით ყოლა რომელიც სულ შენთან ერთად იქნება და ზურგს გაგიმაგრებს.სწორედ ამაზე ვფიქრობდი იმ დროს,მაგრამ სამწუხაროდ მამაჩემმა პირობა დაარღვია...მინდა რომ შენ ასე არ მომექცე,აქ ამიტომაც მოგიყვანე.შენ ხარ ის ადამიანი,ვინც მინდა რომ სულ ჩემთან ერთად იყოს სამუდამოდ.-თვალები აემღვრა ცრემლებისგან იუნგის და ჯიმინის წინ,ზურგით დაჯდა.

 𝚃𝚠𝚘 𝚂𝚒𝚍𝚎||𝚈𝚘𝚘𝚗𝚖𝚒𝚗Where stories live. Discover now