ორმაგად გატეხელი

747 87 168
                                    

1560

ჯონგუკისთვის,თეჰიონს გარეშე ცხოვრება უფრო მარტივი გახდა მაგრამ მის გარეშე ყველაფერი აზრს კარგავს.

ბიბლიოთეკაში სიარული ჯონგუკს ყველაზე მეტად უყვარდა. იქ სიჩუმეში კითხვა და პატარა ჩანახატების გაკეთება,ოღონდ თეჰიონთან ერთად და არა მარტო.

თეჰიონი რა თქმა უნდა,შორიდან აკვირდებოდა და მისი მზერით ჯონგუკის ზურგს წვავდა მაგრამ ჯონგუკი აიგნორებდა.ახლა კი სურს, ეს ისევ განიცადოს.

უნდა ბიბლიოთეკაში თეჰიონი დახვდეს და ფორთოხლის წვენი მიაწოდოს,რომელსაც სულ ნაგვის ურნაში აგდებდა ან კიდევ,გასვლისას თვალი გამომწვევად ჩაუკრას და მერე უკან გაჰყვეს.

ჯიმინთან საუბრის შემდეგ საბოლოოდ დარწმუნდა რომ თეჰიონი უნდა ენახა.ამდენი ხნის განმავლობაში,ჩამოშორებასთან ერთად თეჰიონი ჯონგუკს თავსაც არიდებს და ეს ჯონგუკს ძალიან აღიზიანებს.

ლექციების შემდეგ,უნივერსიტეტის ეზოში გავიდა და თეჰიონის კორპუსის წინ დადგა.საათს დახედა,სამის ნახევარი იყო ანუ თეჰიონი ათ წუთში დაასრულებდა ყველაფერს.

ჯონგუკისთვის ეს ათი წუთი ათ წლად გადაიქცა და ცოტა აკლდა რომ ამდენი მოთმინებისგან არ ეღრიალა.

ბოლოს,როგორც იქნა თეჰიონი გამოჩნდა მაგრამ როგორც ამ ბოლო დროს,ახლაც თავი ააარიდა და გვერდით მომავალ კურსელს მხარში ამოუდგა.

ჯონგუკმა მიხვდა რომ თავი ძალით აარიდა,მაგრამ ჯიუტად ჰქონდა გადაწყვეტილი რომ დღეს დაელაპარაკებოდა,ამიტომ ჩანთა გაისწორა და დაუძახა.

-თეჰიონ,-ერთ დაძახებაზე რომ არ გამოიხედა, ჯონგუკმა კიდევ დაიძახა ამჯერად უფრო ხმამაღლა და თეჰიონს დააკვირდა.ისევ აიგნორებდა! "წყეულიც იყოს"-ო ჩაილაპარაკა ჯონგუკმა და კიდევ უფრო ხმამაღლა დაუყვირა თან ისე რომ ყელი დაეჭიმა.

-რა ჯანდაბააა,-შემობრუნდა თეჰიონი მკაცრი მზერით და გაკრეჭილ ჯონგუკს დააკვირდა.ისე იდგა თითქოს რამდენიმე წამის წინ თვითონ არ ყვიროდა მის სახელს დაჭრილი ველური ცხოველივით.არ განძრეულა,ისევ ისე იდგა და არაფერს არ აკეთებდა.რეალურად კი გულში ძალიან სიამოვნებდა და ჯონგუკის სისაყვარლეზე გულში სითბო ეღვრებოდა.

 𝚃𝚠𝚘 𝚂𝚒𝚍𝚎||𝚈𝚘𝚘𝚗𝚖𝚒𝚗Where stories live. Discover now