2075
წვიმდა,იუნგის კი პირველად ეძინა ასე ტკბილად წვიმაში.არც ფანჯარა ჰქონდა დასახური,არც სახურავზე უნდა ეზრუნა რომ არ ჩამოშლილიყო და არც ის რომ სახლი წყლით გაივსებოდა.უბრალოდ ეძინა.ალბათ ასე გაგრძელდებოდა კიდევ ერთი საათი,რომ არა სამზარეულოდან გამომავალი ხმაური.
ხმაურისგან,მდივანში შეხტა ცოტა დააკლდა გადმოვარდნამდე მაგრამ თავი შეიკავა,სამაგიეროდ პლედი გადაუვარდა რომელიც მას ეხურა.მწვანე,ისედაც არეული თმები უფრო აიჩეჩა თითებით,წამოჯდა,პლედი აიღო და სამზარეულოსკენ წავიდა.ფეხშიშველი იყო და ცივ იატაკზე ტერფები რომ დადგა გააკანკალა.ამას გამო ცოტა გამოფხიზლდა მაგრამ მაინც თვალების დამასაჟებით შევიდა სამზარეულოში სადაც ჯიმინი ეგულება.ჯიმინს უძილობისგან თვალები ჩასცვენოდა,თმები კი ისე გასჩეჩვოდა იუნგი დარწმუნებულია რომ მასზე უარსად აქვს.მოვარდისფრო,პატარა დათუნიებით გაფორმებული პიჟამოები აცვია და გაზქურაზე შემოდებულ ჩაიდანს უყურებს,ალბათ წყლის ადუღებას ელოდება,ან კიდევ რაღაცაზე ჩაფიქრდა და მზერა გაუშეშდა.იუნგი უფრო მეორე ვარინატს ირჩევს,ამიტომ მაგიდისკენ იწევა და მსუბუქად ურტყამს ხელს ხის ზედაპირს,ჯიმინიც წამებში ფხიზლდება და იუნგიკენ აფორიაქებული ტრიალდება.როცა იუნგის მოჰკრა თვალი მზერა დაუმშვიდდა და მიესალმა.
-მოდი,ჩამოჯექი-სკამი გამოსწია ჯიმინმა და იუნგის მიუთითა დაჯექიო.-ჩაის ვამზადებ და წასვლამდე გამოგაფხიზლებს.
-მადლობა.
-ახლა სულ შენი მადლობები უნდა ვისმინო?-ჩაიცინა ჯიმინმა და ადუღებული ჩაიდანი გაზქურიდან გადმოდგა.
იუნგის არაფერი უთქვამს,ჯერ ისევ გაბრუებული იყო,მხოლოდ დაბანა სურდა.-შეიძლება აბაზანა გამოვიყენო?
-იუნგი,ჩემთან ცხოვრობ და ანუ ეს სახლიც შენ გეკუთვნის.მხოლოდ დივანი არ მომიცია დასარჩენად.-შემოტრიალდა ჯიმინი და იუნგის მზერაზე გაეღიმა.იმის გამოც კი სწუხდა რომ მეორე საძინებელი არ ჰქონდა,მაგრამ იუნგიმ "არაუშავს აქაც კომფორტულად ვიქნები"-ო.
ჯიმინს მის ფიქრებზე გაეღიმა,შემდეგ იუნგის ხელები ხრებზე მოხვია და აბაზანისკენ წაიყვანა.-რომ შევიდნენ, ნიჟარის წინ დააყენა და რაღაცაების ახსნა დაუწყოო.
YOU ARE READING
𝚃𝚠𝚘 𝚂𝚒𝚍𝚎||𝚈𝚘𝚘𝚗𝚖𝚒𝚗
Fanficპაემანი? გართობა? ამას იუნგი ვერ შეძლებს, რადგან ღარიბებისთვის ურთიერთობები დაუშვებელია. 🔞 შიფი:✨იუნმინი✨ ინსპირაცია:✨დრამა-შორიდან გაზაფხული მწვანეა ✨ 18.07.2021 26.09.2021