იუნგი მთელი დღეები საბუთებშია ჩაფლული, ჭამისთვისაც კი არ სცალია. ბაბუამისის გარდაცვალების შემდეგ თავზესაყრელი საქმე დაუგროვდა.
ამ დროს კარზე კაკუნის ხმა გაისმა კაბინეტში, მისი მდივანი, ჰოსეოკი ღიმილით შემოვიდა. დიდი ხანია იუნგის მოსწონს ჰოსეოკი, მაგრამ ვერ უბედავს თქმას.
-გამარჯობათ ბატონო მინ თქვენი სახლის საბუთები მოგიტანეთ. ჰოსოკმა საბუთები მაგიდაზე დაალაგა და ისევ ღიმილით გავიდა. იუნგიმ თვალი გადაავლო საბუთებს, უეცრად თვალში სახლის ფოტოები მოხვდა, ეს სახლი ძალიან საშიშად გამოიყურებოდა მისთვისაც კი. დანარჩენი საქმე დროებით გვერდით გადადო, კოსტუმი აიღო და იმ სახლისაკენ გაეშურა. სასწრაფოდ უნდა მოეგვარებინა ყველა საქმე და ამ სახლში უნდა გადასულიყო საცხოვრებლად სხვა შემთხვევაში სახლს მისი უფროსი ძმა ნამჯუნი წაართმევდა.სახლში ფეხი შეაბიჯა თუ არა ტანში უცნაურმა სიცივემ დაუარა. თვითონ სახლი კარგ მდგომარეობაში იყო, მაგრამ მაინც ტოვებდა სიძველის იერს.
-ბატონო მინ! ეს სახლი საუკუნეებს ითვლის და საკმაოდ ძვირადაც ფასობს. მის გვედით უეცრად გაჩნდა ჰოსოკი, რომელიც იუნგიმ თან წამოიყვან წვრილმანი პრობლემების მოსაგვარდბლად.
-სასწრაფოდ გვესაჭიროება დიასახლისი და მზარეული ყველაფერი დაწვრილებით მიუთითე ინტერნეტში და შედეგები მეილზე გამომიგზავნე, ასევე ჩემი სახლიდან დღესვე გადმოატანინე ნივთები მუშებს. იუნგიმ ბრძანება გასცა და ისევ თავის საქმეს დაუბრუნდა.
jimin pov.
ჯიმინს, როდესაც დედა გარდაეცვალა მარტო დარჩა. ვალები თავზე საყრელად ჰქონდა სახლიც კი დაკარგა, ახალა კი თავის მეგობარ თეჰიონთან ცხოვრობს, რომელსაც თავის ოჯახთან აქვს პრობლემები და ისიც გადასულია ცალკე საცხოვრებლად.
-თეჰი! ამას შეხედე ჩქარა მოდი...
-რა ხდება ასეთი ამ დილაადრიან რომ ყვირიხარ? თეჰიონი საძინებლიდან გამოვიდა თავისი საყვარელი პიჟამოებით.
-ინტერნეტში საკმაოდ მაღალანაზღაურებადი სამუშაო ვიპოვე.
-თუ მაღალანაზღაურებადია მაშინ ბევრი მოთხოვნა იქნება და ჩვენ არავინ აგვიყვანს.
-არა... ჯერჯერობით მარტო მე ვნახე, ახლახანს გამოქვეყნდა ახლავე დავრეკავ და პირველები ჩვენ მივალთ გასაუბრებაზე.
ჯიმინმა სასწრაფოდ გადარეკა მითითებული ნომერზე ყურმილი კი ჰოსეოკმა აიღო.
-მინ იუნგის ოფისი გისმენთ, რით შემიძლია დაგეხმაროთ?
-გამარჯობა, განცხადების თაობაზე გირეკავთ მაინტერესებს გასაუბრება როდისაა და სად?
ჯიმინი თან ლაპარაკობდა თან, თეჰიონს რაღაცას ანიშნებდა ხელით ის კი გაშტერებული სახით უყურებდა. ბოლოს და ბოლოს, რომ ვერ მიახვედა თვითონ წამოხტა დივნიდან პასტა და ფურცელი აიღო და ყველაფერი დაწვრილებით ჩაიწერა. ყურმილი დაკიდა და თეჰიონს სასაცილო სახით მიაჩერდა.-თეჰი გამოფხზლდი, ლამაზად ჩაიცვი საქმე გვიხმობს!! ეს თქვა და უცნაური მოძრაობებით ცეკვა დაიწყო.
-ხომ არ გაკლია? ვაფშე სად მიდიხარ ეგ თუ მინც იცი?
-კიიიი... მინ იუნგის ოფისში, რომლიც ძააალიან მდიდარია და იქნებ მოვეწონო კიდეც. ისევ უცნაურ მოძრაობებს აკეთებდა და თან სარკეში იპრანჭებოდა.
-მე არ წამოვალ, შენ თუ გინდა წადი. (ಠ_ʖಠ)10-წუთის შემგედ.
-თეჰიონ მგონი სწორად მოვედით ეს ოფისია, წავედიიიით!.. ჯიმინი ხტუნაობით შევიდა უზარმაზარ შენობაში.
-თუ ასე იცანცარებ არავინ აგიყვანს სამუშაოდ გაიგე??
-კაი ხოო... სერიოზულად მოვიქცევი.ჰოსეოკმა სთხოვა მოსაცდელ ოთახში დალოდებოდნენ, რადგან იუნგის მნიშვნელოვანი თათბირი ჰქონდა.
-აუ დავიღალეეე... სადაა ამდენი ხანიი... ჯიმინი წუწუნებდა, თან დრეფფანში წინ და უკან სიარულს განაგრძობდა.
-აბა რა ვიცი შენ წამომათრიე, ტვალეტშიც არ გავსულვარ, ისე მომაპროწიალე აქ!!
-ძაან გინდა??? თეჰიონს ჯიმინისთვის თავში უნდა ჩარტყა, როდესაც ჰოსეოკი გამოვიდა და ანიშნა შემოსულიყვნენ.პირველი ჯიმინი შევიდა საყვარელი ღიმილით მერე კი თეჰიონი მკვლელი გამოხედვით. იუნგი ისევ რაღაცას წერდა ბიჭებისთვის არც კი შუხედავს ისე უბრძანა დამსხდარიყვნენ.
-გამარჯობათ. ჯიმინი და თეჰიონი მიესალმნენ და მაგიდსთან დასხდნენ.
-მოკლედ..... იუნგიმ, როგორც იქნა თავი ასწია და სიტყავ გაუწყდა, ასეთი რამ არასდროს ენახა ორი ლამაზი არსება ერთად, ერთი უსაყვარლესი მეორე, კი უსიმპათიურესი.-მოკლედ აყვანილები ხართ გილოცავთ. ადგა და ორივეს ხელი ჩამოართვა ჯიმინს კი თვალი ჩაუკრა. უნდოდა გადახვეოდა ორივეს, მაგრამ თავი შეიკავა.
-ხვალ 8- საათზე მოდით, ჰოსეოკი მისამართს გამოგიგზვნით, თქვენი ნივთები ჩაალაგეთ იქ მოგიწევთ ხოლმე ღამის გათევა თუ რაიმე დაგჭირდათ დამირეკეთ ნომერს ჩაგაწერინებთ. იუნგიმ, ყველაფერი დაწვრილებით აუხსნა და ჯიმინი და თეჰიონი გაშტერებულები გამოუშვა უკან.-ჯიმინ, მიჩქმიტე ეს რა იყო???
-თეჰიიი სამსახური გვაქვს... ჯიმინმა ისევ უცნაური ცეკვა დაიწყო და ორივე ერთმანეთს ჩაეხუტნენ.

BẠN ĐANG ĐỌC
Ghost's House 🕷️💀 (jikook) (taegi)(დასრულებული)
Fanfictionმინ იუნგი, ბაბუისგან მემკვიდრეობით დანატოვარი ,დიდი, სახლის მფლობელი ხდება. იგი ეძებს ამ სახლის დიასახლისსა და მზარეულს.ამ დროს კი ღარიბი, მაგრამ უმშვენიერესი ჯიმინი და თეჰიონი გამოჩნდებიან...