დილით ჯონქუქი საწოლში არ დამხვდა ისე ჩანდა თითქოს გუშინდელი ამბავი სიზმარი ყოფილიყო.
დაბლა, რომ ჩავედი თეჰიონი საჭმელს აკეთებდა იუნგი კი რაღაცას ეწუწუნებოდა.
-თქვენ ორნი ასე როდის დაახლოვდით?
-ჯიმინშეეე... გაიღვიძე? შენი შეყვარებული როგორაა?
თეჰიონმა თავის დღის პოზიტივი შემომაგება.
-არ ვიცი, რომ გავიღვიძე საწოლში აღარ იყო.
-ხოო... ცუდია ჩვენ, რომ ვერ ვხედავთ. მინდოდა გამეცნო.
მე და თეჰიონი მაგიდასთან დავსხედით და რამიონის ჭამა დავიწყეთ.
იუნგიც მოგვიჯდა და დიდი ხნიანი სიჩუმის შემდეგ საუბარი დაიწყო.
-შეგვიძლია დანახვა. მე შელოცვა მაქვს რითიც შეგვიძლია ჯიმინის მსგავსი ძალა გვქონდეს.
-იუუნ... მართლაა რა მაგარია ჩემი გმირი ხარ.
თეჰიონი მაგიდიდან წამოხტა და მას ჩაეხუტა.
მე იმედი მომეცა, რომ ამ შელოცვის შემდეგ ასე უეცრად აღარ გაუჩინარდებოდა და შევძლებდით ერთად ყოფნას მთელი დღე.იმ ღამეს ჯონქუქი ისევ ვნახე. ისევ ერთად გვეძინა ისიც ვუთხარი, რომ ჩვენ შელოცვა გვაქვს როთაც მას გამოჩენა შეეძლება სხვებთან. მას ძალიან გაუხარდა.
რაც შეეხება იონჯუნს ის უკან დაბრუნდა, საქმეებზე.-მოკლედ ბავშვებო შელოცვა მე მაქვს, მაგრამ...
იუნგის ენთუზიაზმი უეცრად გაქრა.
-მაგრამ რა? ყველაფერს გავაკეთებ მითხარი.
-შენ არაფრის გაკეთება მოგიწევს ჯიმინ, შელოცვის წაკითხვა მხოლოდ დემონს შეუძლია.
-ანუ... ანუ ქაის?! საერთოდ ის ისევ ცოცხალია?!
თეჰიონი ისევ აჭყავლდა.
-დამშვიდდი საყვარელო, ამ ყველაფრის შემდეგ მას მე მივხედავ.
იუნგი თეჰიონს ჩაეხუტა დასამშვიდებლად.
-მაშინ ეს გავაკეთოთ.
-ჯიმინ გაგიჟდი?! ეს ძალიან საშიშია!
-მას ერთხელ უკვე ვთხოვე დახმარება, მან კი თავის პირობა შეასრულა თუ მეორედაც დავითანხმებ... ყველაფერი გამოვა.
-ჯიმინ რა თხოვნა?..
-მას ვთხოვე რომ ჯონქუქის დაბრუნებაში დამხმარებოდა სამაგიეროდ კი მას გავათავისუფლებდი.
-ჯიმინ შენ ყრუ ხარ?! ხომ გითხარი, რომ არ მისულიყავი მასთან!
იუნგი ჩემსკენ წამოვიდა. ხელი უნდა დაერტყა, მაგრამ თეჰიონმა გააჩერა.
-იუნგი რას აკეთებ? დამშვიდდი!
-მე... ბოდიში, დიდი ბოდიში! მე უბრალოდ ის მენატრებოდა! თქვენ, რომ გხედავდით. თქვენ ორს ერთად. გული მტკიოდა! მეც მინდოდა ჩემთან ყოფილიყო ვინმე ვინც ჩამეხუტებოდა!
ორივე გაჩუმდნენ თეჰიონმა ტირილი დაიწყო, ჩემთან მოვიდა და ჩამეხუტა.
-ბოდიში მინი... არ ვიცოდი თუ ასეთ საშინელ დღეში იყავი ეს, რომ მცოდნოდა...
-არაუშავს თეჰი. მიხარია, რომ საბოლოოდ ბედნიერი ხარ, იუნგისთან ერთად, მაგრამ როგორც ჩანს ჩემი ბედნიერება გაქრა.
მე ჩემს ოთახში ავედი და ჯონქუქს დაველოდე.

YOU ARE READING
Ghost's House 🕷️💀 (jikook) (taegi)(დასრულებული)
Fanfictionმინ იუნგი, ბაბუისგან მემკვიდრეობით დანატოვარი ,დიდი, სახლის მფლობელი ხდება. იგი ეძებს ამ სახლის დიასახლისსა და მზარეულს.ამ დროს კი ღარიბი, მაგრამ უმშვენიერესი ჯიმინი და თეჰიონი გამოჩნდებიან...