5💀

474 44 6
                                    

დღეები გადიოდა, მე ჯონქუქს უფრო დავუახლოვდი ფაქტიურად მეგობრები ვიყავით. ერთ-ერთ ღამეს როდესაც მე მეოთხე სართულზე ავიპარე იქ თეჰიონი დამხვდა, სასანთლით ხელში სარკეს უყურებდა. ახლოს მისვლა გადავწყვიტე
-ჰეი თეჰი აქ რა გინდა ამ შუაღამისას??
მან პასუხი არ გამცა, რომ მივუახლოვდი და სახეზე შევხედე შემეშინდა, თვალები თეთრი ჰქონდა და სახეზე მკვდრის ფერი ედო.
-თეჰი.... თეჰიონ მაშინებ! ძალიან მეშინია შეწყვიტეეეე
მან მე შემომხედა, მე კი გავიქეცი თან გზაში ჯონქუქს ვეძახდი
-ჯონქუქ გთხოვ მიშველეეეეე ახლა მჭირდებია შენი დახმარება
-რა ხდება? ჯიმინ კარგად ხარ!?
ის არსაიდან გაჩნდა ჩემს წინ. მე ოთახში შევათრიე, თან ვტიროდი და ვცდილობდი ყველაფერი ამეხსნა მისთვის.
-თეჰიონი.... ის...
-ჯიმინ დამშვიდდით და ყველაფერი წყნარად მითხარი.
-მოკლედ თეჰიონი... ის თავის თავს არ ჰგავს, მგონი ძალიან ცუდადაა გთხოვ დაეხმარე მის მეტი არავინ დამრჩა
-სად არის? მითხარი სად არის!?
-დერეფანში იყო სარკესთან
-სარკესთან?? იმ სარკესთან ნაჭერი რომ ჰქონდა გადაფარებული?
-კი... ჯონქუქ რა მოხდა!? რატომ ხარ ჩუმად მითხარი რა მოხდა!??
მე უკვე პანიკაში ვიყავი და შეუჩერებლად ვტიროდი.
-ეს ძალიან ცუდია მას სარკეში არ უნდა ჩაეხედა. ჯიმინ აქ დარჩი აქ უსაფრთხოდ იქნები, ეს გამომართვი და ხელი არ გაუშვა, მალე მოვალ გპირდები მიყვარხარ.

მან ყელსაბამი მომცა, სადაც პატარა კაფსულა ეკიდა, რომელიც წითლად ანათებდა.

დაახლოებით დილის ექვსი საათი იყო, რომ გამეღვიძა, ისევ იმ ოთახში ვიყავი ხელში კი ჯონქუქის მოცემული კაფსულა მეჭირა, რომ დავხედე აღარ ანათებდა
-რაა... რატომ არ ანათებს?? ნეტა ჯონქუქს რამე ხომ არ დაემართა??
გარეთ გასვლა მინდოდა მაგრამ მეშინოდა არ ვიცოდი რა გამეკეთებინა საბოლოოდ კარები გავაღე და თავი გავყე გარეთ. დერეფანში თეჰიონი დავინახე ძირს ეგდო და ეძინა.
-თეჰიი გაიღვიძეეე
მან თვალები გაახილა და მე შემომხედა
-გამარჯობა, ამდენი ხნის შემდეგ არ მჯერა შენ აქ ხარ, სუნგჰო ეს როგორ?
ვერაფერი გავიგე, ეს თეჰიონი არ იყო ან სუნგჰო ვინ არის?
-თეჰიონ? შენ თეჰიონი არ ხარ.
-მართალია მე ქაი ვარ, მესამე რანკის დემონი. შენ კი, როგორც მივხვდი სუნჰო არ ხარ
ის უცნაურად მიყურებდა, თითქოს სურდა შევეჭამე
-მე ჯიმინი ვარ, ჯონქუქი არ გინახავთ?
-ხოო... სამწუხარო ამბავი მაქვს ჯონქუქი არა მგონია კიდევ დაბრუნდეს ასე რომ, ნახვამდის...
ვერაფრის თქმა მოვასწარი "თეჰიონი" ისევ გაითიშა
-ჯიმინ აქ რა გინდა? სად ვართ?
-არაფერი გახსოვს? ან როგორ ამოხვედი აქ არც ის?
-მარტო მახსოვს რომ მეძინა და უცნაური სიზმარი დამესიზმრა... მოიცადე ეს სიზმარი არ ყოფილა ჯიმინ ჩვენ მეოთხე სართულზე ვართ?
-კი
-ანუ.... ანუ ის ნამდვილიააა ღმერთო ჩემო მოჩვენებები არსებობენ და ჩვენ მათ შევხვდით.
-იცი, რაღაცას გეტყვი და ვერ დაიჯერებ, ერთ-ერთი მათგანი ჩემი შეყვარებულია
-ჯიმიიიიინ ყველაფერი უცნაური შენ როგორ უნდა გემართებოდეს აქედან გამასწარი ახლავე

იმ ღამის შემდეგ თეჰიონი უცნაურად იქცეოდა, აღარ მელაპარაკებოდა ჯონქუქი კი არ გამოჩენილა უკვე ორი თვეა, თითქმის დავიჯერე ის ფაქტი, რომ აღარც გამოჩნდებოდა.
სანამ ეს არ მოხდა...

Ghost's House 🕷️💀 (jikook) (taegi)(დასრულებული)Dove le storie prendono vita. Scoprilo ora