დილით ცუდ ხასიათზე გავიღვიძე, რადგან წინა ღამით უცნაური სიზმარი ვნახე: "ბნელოდა. ტყის ცენტრში ვიდექი მუხის ხესთან. ცაში კი მედუზები დაფრინავდნენ, ძალიან ლამაზი სიზმარი იყო, სანამ ვიღაცამ ეს კოშმარად არ აქცია. მან ეს მითხრა:
-ჯიმინი გქვია ხომ? მისმინე... შეცდომა არ დაუშვა, როგორც წინათ და ალიგოსთან დარჩი... მასთან ნუ წახვალ. გთხოვ! არ მინდა ჩემი შეცდომა გაიმეორო".
ის ბიჭი ძალიან მგავდა. განსხვავება მხოლოდ იმაში იყო, რომ მას გრძელი თმა ჰქონდა და *ჰანბოკი ეცვა.
მთელი დღე ჩაფიქრებული ვიყავი ამ სიზმარზე. იუნგისაც კი ვკითხე რჩევა, მან კი მითხრა:
-ძალიან საინტერესოა, ჰმმ... ეს ნამდვილად ჯადოა, ვიღაცამ დაგწყევლა.
მან სასწრაფოდ გამოტანა ძველი წიგნები ბიბლიოთეკიდან, რომლებიც სულ მტვრით იყო დაფარული და წინ დამიყარა.
-ამათ გადაავლე თვალი, თუ გინდა რომ სიმართლე გაიგო.
ეს თქვა და ამ საშინელ ოთახში დამტოვა. ყოველთვის მეშინოდა ამ ოთახში მარტო დარჩენის. როდესაც სახლის დალაგებას ვიწყებდი ამ ოთახს ხშირად ვერიდებოდი, საბოლოოდ კი ერთხელაც არ დამილაგებია.ნახევარი საათი იყო გასული რაც თეჰიონმა ბოლოს ჩაი და პლედი შემომიტანა, რადგან ამ ოთახში საშინლად ციოდა.
მე კი ჯერჯერობით ვერაფერს მივაგენი ჯადოსა ან ალეგოსზე, რომელიც ჩემს შეყვარებულს ჰქვია.
"ნეტა, მე რომ ვკითხო ამ სიზმარზე რა მოხდება? კი მაგრამ რა ვუთხრაა?.. მე სიზმარში ჩემი თავი დამესიზმრა და მითხრა რომ შენთან დავრჩე და შეცდომა არ დავუშვა ისევ...
ძალიან სულელურია".
საბოლოო წიგნამდეც მივედი.
ეს წიგნი ძალიან მეუცნაურა, რადგან, არც ავტორის სახელი და გვარი ეწერა და არც სათაური, უბრალო შავი ყდა ჰქონდა. ოთახში თითქოს სიცივემ იმატა, პირველი გვერდი გადავშალე. კითხვა უნდა დამეწყო, მაგრამ მოულოდნელად შუქი ჩაქვრა.
-თეეეჰიიიი... შუქი ჩაქვრაა გთხოვ მოდი მეშინიაა...
ბოლო ხმაზე ვიყვირე. ფეხები სკამზე შემოვაწყე და პლედი თავზე გადავიფარე თან ჩუმად ჯონქუქს ვეძახდი იქნებ ის მაინც მოსულიყო.
ცოტა ხანში ოთახში მსხვრევისა და იატაკის ჭრაჭუნის ხმა გაისმა. ვიგრძენი ვიღაც როგორ მიახლოვდებოდა. ღრმად ვსუნთქავდი, თვალები დახუჭული მქონდა და სულ ვკანკალებდი.
-ჯონქუქ გთხოვ გადამარჩინე.
ჩუმად ჩავიჩურჩულე ამ დროს კი ვიღაცის სუნთქვა ვიგრძენი ყურთან.
-შენ გამომიძახე?..
მისი ბოხი ხმა გაისმა ოთახში. მე ყვირილს ვაპირებდი, მაგრამ უეცრად კარები გაიღო.
-ჯიმინ კარგად ხარ?
ჯონქუქი, ეს ჯონქუქი იყო მე პლედი გადავიძვრე თავიდან და მასთან გავიქეცი. მისი თვალები სიბნელეში ანათებდნენ, როგორც ყოველთვის, ამიტომ ადვილად ვიპოვე.
-აქ ვიღაც იყო... მე... მე ძალიან შემეშინდა.
მე ტირილი დავიწყე და მას ჩავეხუტე.
-ეგ მეც დავინახე. ნუ გეშინია მე დაგიცავ.
ხელში ამიყვანა და მისი ბნელი მაგიით სანთლები აანთო გარშემო.
-რა ხდება? შუქი ჩაქრა?
იუნგი და თეჰი შემოვიდნენ ოთახში.
-შუქი კი არა იუნგი, მოგკლავ! ჯიმინს რა წიგნი მიეცი?
-მან უბრალოდ რჩევა მკითხა თავის სიზმართან დაკავშირებით და მეც ჯადოებზე მივეცი წიგნი რა მოხდა?
-რა მოხდა?! ახლა სახლში დემონი დაიარება, თან ჩვეულებრივი დემონი კი არა *ბელზებუბი შვიდი ჯოჯოხეთის მთავრიდან ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი.
-ჯამდაბა! სასწრაფოდ გარეთ უნდა გავიდეთ.
-ჯიმინ! მისმინე... მას რამე უთხარი? ან თვალებში ხომ არ შეხედე?
-არა... თავზე პლედი მეფარა ძალიან მეშინოდა, ამიტომ ხმა ვერ გავიღე.
-კარგი დამშვიდდი თუ კიდევ გამოჩნდება მე მას დავამარცხებ, სულ არ მაინტერესებს რომ ის მამაჩემის ჯარისკაცია. ჯიმინ რომ გეტყვი თვალები დახუჭე კარგი?
-კარგი...
ჩუმად ამოვისლუკუნე და უკვე დავხუჭე თვალები.
ჯონქუქმა მჭიდროდ მომხვია ხელები ფეხებზე, ფრთები გაშალა და ფანჯრიდან გადახტა. ცოტა ხანში თეჰიონი და იუნგიც გამოიყვანა სახლიდან.____________________________________
*ჰანბოკი- კორეული ტრადიციული სამოსი.*ბელზებუბი- იგივე ბაალ ზებუბი, მოიხსენიება როგორც "ბუზების მბრძანებლი". ის ერთ-ერთ უძველეს და ყველაზე ძლიერ დემონია. ისე, როგორც ჯოჯოხეთის შვიდი მთავრიდან ერთ-ერთი.
მისი გავლენა ისეთია რომ თავად სატანამ მას "სიბინძურის ოსტატი" უწოდა, რის გამოც იგი პირდაპირ ასოცირდება ჭირვეულობის მთავარ ცოდვასთან.
ინკვიზიციის დროს დადგინდა, რომ ბელზებელი იყო ჯადოქრების შეხვედრებზე საზეიმო ცერემონიალი. მას კი ევალებოდა ევქარისტიის მიწოდება ე.წ. შავი მასების.

YOU ARE READING
Ghost's House 🕷️💀 (jikook) (taegi)(დასრულებული)
Fanfictionმინ იუნგი, ბაბუისგან მემკვიდრეობით დანატოვარი ,დიდი, სახლის მფლობელი ხდება. იგი ეძებს ამ სახლის დიასახლისსა და მზარეულს.ამ დროს კი ღარიბი, მაგრამ უმშვენიერესი ჯიმინი და თეჰიონი გამოჩნდებიან...