Untitled part 1

1.6K 97 25
                                    

მიუხედავად იმისა, რომ ივნისია. ცხელა, ბავშვებთან ერთად გასართობად უნდა მიდიოდეს ყველა, ჯონგუკი თეთრ მაისურსა და საზღვაო შორტებში გამოწყობილი საწერ მაგიდასთან ზის, ოდნავ მოღუნული და განიხილავს იმას, თუ სტატისტიკაში მოცემული ამოცანა როგორ ამოხსნას. მიუხედავად იმისა, რომ მათემატიკში ცუდი არ არის, მაინც ერთულება ყოველივე. ხანდახან საათობით ზის, დაჰყურებს მაგალითებს და ვერ ხსნის. შემდეგ კი გაღიზიანებული, გინებით ყრის ყველაფერს გვერდით. თეჰიონი მუდმივად დასცინის ამის გამო, ჯონგუკს კიდევ უფრო აგიჟებს, მაგრამ უკან დახევას არ აპირებს. ჯონი იფიცება, რომ ერთ დღეს აუცილებლად ცხვირს გაუტეხავს ამის გამო.

- კიდევ ვერ მორჩი?-  ოთახში შემოვარდნილი თეჰიონი უყვირის ხმამაღლა,- უკვე სამი საათია და მე შევიწვი. ძალიან ცხელა, ნუთუ შენ არ გცხელა? გთხოვ, ადექი, აუზზე უნდა წავიდეთ!

- არ მინდა, თეჰიონ. მარტო წადი, ან ბავშვებთან ერთად,- დაგრუზული ამოთქვამს. ეს სწორედ ის მეზობელია, რომელიც ასე ძალიან იჭრება მის პირად სივრცეში და მოსვენების საშუალებას არ აძლევს. დღეს ნამდვილად არ არის კარგ ხასიათზე, პლიუს ამას, გამთენიისას საშინელი სიზმარი ნახა და ექვსი საათიდან მოყოლებული არ უძინია, მაშინ, როცა ღამის ორზე დაიძინა.

- მარტო მიშვებ? ნუთუ შენი მეგობარი ასე უნდა გაწირო?

- როცა საქმე სტატისტიკას ეხება, არ მაინტერესებს არავინ, წადი და რომ მოვრჩები მოვალ.

- არამგონია მალე დაასრულო. გთხოვ, შემდეგაც გააგრძელებ წერას,- მკლავზე ეჭიდება თეჰიონი.

- თეჰიონ, გთხოვ. ისედაც არ ვარ კარგ განწყობაზე და მარტო წადი. არ მინდა ხასიათი გაგიფუჭო, ნუ მაძალებ,- ოხრავს ჯონგუკი და ხელს რბილად აშვებინებს, გითხარი, თუ მალე დავასრულებ მოვალ.

თეჰიონი უთქმელად გადის ოთახიდან. ჯონგუკმა ძალიან კარგად იცის, რომ არსადაც არ წავა, სულ რომ ხუთ წუთში დაასრულოს წერა. როგორღაც ერთი საათის შემდეგ ასრულებს ბოლო დავალებასაც, ფეხზე ბარბაცით დგება. კარგად არ არის, ამას აღიარებს, სამი დღეა თავს კარგად არ გრძნობს. თითქმის რვა საათი ეძინა ამ დღეების განმავლობაში მთლიანად. გრძნობს როგორ ეხვევა თავბრუ, ძლივს გადის სამზარეულოში წყლის დასალევად. სულს ითქვამს, სკამზე ჯდება და გაყინულ კედელს ეხება ზურგით.

By My SideWhere stories live. Discover now