დილის ათი საათია. უმცროსი თვალებს ფრთხილად ახელს. სიცხე აწუხებს, უფრო
იმის გამო, რომ თეჰიონი მასზე კოალასავითაა შემოხვეული. ეღიმება, თმებში ხელს უცურებს და გატრუნული წევს, ელოდება როდის გაიღვიძებს.- ჯანდაბა, ცხელა,- ოხრავს თეჰიონი და ძლივს იწევა საწოლიდან. თვალებს იფშვნეტს და როცა ხედავს, რომ საკუთარ ოთახში ნამდვილად არ წევს, დაჭყეტილი თვალებით უკან იხედება.- ღმერთო ჩემო, კიდევ კარგი.
გული უმშვიდდება, მის გვერდით მწოლიარე ჯონგუკს რომ ხედავს.
- ასეც ვიცოდი. აქ რომ არ დაგხვედროდი ალბათ სიზმრად ჩათვლიდი, არა?- ბუზღუნებს და საწოლის თავს ეყუდება,- მეორედ ეგეთ მდგომარეობაში ნუღარ გადმოძვრები აივანზე. არ მინდა რამე მოიმტვრიო, იმის გამო, რომ კარებიდან შემოსვლა არ იცი.
- აივნიდან გადმოვძვერი?- კეფას იქექავს,- ეგ არ მახსოვს.
- დარწმუნებული ხარ? მაშინ რა გახსოვს?
- ის, რომ გაკოცე,- თავის საფირმო ოთხკუთხედურ ღიმილს ჩუქნის და მისკენ მიჩოჩავს,- და ისიც, რომ მგონი თითქმის ყველაფერი მოვაგვარეთ.
- კარგი, გეყოფა ახლა. ადექი დაბლა ჩავიდეთ, ვისაუზმოთ და გარეთ გავიდეთ,- ფეხზე დგება და კარებისკენ მიიწევს.
- ის ორი გადარეული სად არის?
- არ ვიცი, წამოდი, გავაღვიძოთ,- თეჰიონი მისაღებში რომ ჩადის, აშკარად სიჩუმე ეგებება. სახლში ჯონგუკის დედა არაა. კვლავ უკან ბრუნდება და ჯონგუკი ამჯერად ჰოსოკის ოთახში შედის, რომელიც ასევე ცარიელია,- არც ჰოსოკი არის აქ.
- სად წავიდნენ?- ჩურჩულებს და ამჯერად დერეფნის ბოლოს, საკუთარი დის ოთახისკენ მიიწევს. კარებს დაუკაკუნებლად, მაგრამ ჩუმად აღებს, დანახულით ცოტათი გაოცებული რჩება. ლუნა მთელი ტანითაა ჰოსოკზე შემოხვეული, ჯონს კი მისი ერთი ხელი ჩაებღუჯა და თითებიც კი აეხლართა მასში. ჯონგუკი მაშინვე იხურავს კარს და ზედ ეყუდება,- რა დავინახე ახლა?
YOU ARE READING
By My Side
Action- ჯონგუკ, გთხოვ,- ხელს იშვერს მისკენ,- არ მინდა შენი დაკარგვა, გემუდარები. - სურვილი აღარ მაქვს შენთან შეხვედრის,- მისი ხმა ექოსავით ჩაესმის კიმს, პირდაპირ გულისკენ იკვლევს გზას და აიძულებს მწარედ დაარტყას,- შემთხვევითაც კი. - 12.03.22 - 05.04.22