Untitled part 5

651 79 32
                                    

დანაღვლიანებული ჯონგუკი, უკვე მესამე დღეა სახლში ზის. პირველი ორი დღე სიცხე აწუხებდა თუ უბრალოდ მომხდარზე დარდობდა, ვერ ხვდება, მაგრამ მესამე დღეს რომ გაწვიმდა, უკვე მიხვდა, ამინდიც გლოვობდა მასთან ერთად. საწოლზე გართხმულს სიცივისგან საბანი გადაეფარებინა, მოკუნტული იწვა და თავში მხოლოდ თეჰიონი უტრიალებდა.

ჯიმინის სახლიდან ისე წამოვიდა, არაფერი უთქვამს, არც მას და არც თეჰიონს. კიმი კი მას შემდეგ არ უნახავს. როგორც მან უთხრა არც დაურეკავს, მაგრამ ალბათ მილიონჯერ გახსნა ტელეფონი რაღაცის მისაწერად, შუა გზაში უშეშდებოდა ხელები და ტელეფონს საწოლის მეორე ბოლოში ისროდა. თეჰიონის საწოლშიც კი იწვა, ჯერ კიდევ მისი სურნელი ასდიოდა.

- სად ჯანდაბაში ხარ?- ისმის ჰოსოკის ღრიალი მეორე ხაზიდან,- რატომ არ მპასუხობ ზარებზე?

- უბრალოდ დაკავებული ვიყავი და არ გამიგია,- ჩახლეჩილი ხმით პასუხობს ბიჭს.

- უნივერსოტეტში არ აპირებ წასვლას?

- არ ვიცი, რაღაც საქმეები მაქვს. გთხოვ, ახლა არ მცალია, მერე დაგირეკავ,- როგორც კი ჰოსოკს უთიშავს კარზე კაკუნი ისმის. ჯონგუკი ნახევრად მკვდარი დგება ფეხზე და მისაღებში გადის, არც კი კითხულობს ვინაობას, ისე აღებს კარებს და ადგილზე შეშდება თეჰიონს რომ ხედავს, თანაც ნახევრად სველს.

- გამარჯობა,- ხმადაბლა ესალმება და გვერდით დგება, რომ ბიჭს შინ შემოსვლის უფლება მისცეს.

- გამარჯობა,- ასევე ხმადაბლა ესალმება თეჰიონი, თვალებშიც კი არ უყურებს უისე მიიწევს წინ, მისაღებასი ჩერდება რამდენიმე წამით,- ნივთებისთვის მოვედი.

- მიდიხარ?- გაოცებული კითხულობს გუკი და რამდენიმე ნაბიჯით უახლოვდება,- არ იყო საჭირო.

- რას გულისხმობ, ისე გაგვეგრძელებინა თანაცხოვრება, თითქოს არაფერი მომხდარა?- ინთება უცებ კიმი.

By My SideWhere stories live. Discover now