Untitled part 10

665 78 122
                                    

თეჰიონი თვალებს აქეთ - იქით აცეცებს, ჯერ კიდევ არ სჯერა, რომ ჯონგუკმა ისევ დატოვა. იმ პატარა კოტეჯში ცდილობს მოძებნოს, ათასჯერ იჭყიტება ყველგან, მაგრამ არა. ჯონგუკი არსადაა. კიდევ ერთხელ უტყდება გული, ლამის იქაურობას თავდაყირა აყენებს, გარეთ მრისხანებით სავსე გამოდის. ახლა ორი არჩევანი აქვს, ან გააგრძელებს მის ძებნას ან არადა შეეშვება და უბრალოდ ისე გააგრძელებს არსებობას, თითქოს მის ცხოვრებაში ჯონ ჯონგუკი არასდროს გამოჩენილა.

ის წავიდა, ანუ აღარ სურს მასთან ურთიერთობა. თეჰიონი რატომღაც მეორე ვარიანტისკენ იხრება, მაგრამ იცის, რომ ვერ შეძლებს. თმებში ივლებს ხელს და განერვიულებული კიდევ ერთხელ ურტყამს იქვე არსებულ სკამს ფეხს. ჩანთას ხელს ავლებს, თანხას იხდის და მანქანაში ჯდება. უკან დაბრუნდება სეულში, ერთი კვირა, მხოლოდ ერთ კვირას აძლევს საკუთარ თავს, თუ ჯონგუკს ვერ იპოვის, თუ მას არ დაითანხმებს, მაშინ სამუდამოდ შეეშვება და აღარასდროს მიუახლოვდება.

იმაზე სწრაფად ატარებს მანქანას, ვიდრე სჩვევია, მაგრამ ნახევარი გონებით აქ არ არის. ვერ გრძნობს როგორ უმატებს სიჩქარეს, ვერც გზას ხედავს. გონზე ვიღაცის სიგნალს მოჰყავს, მაშინვე ანელებს. ამჯერად მუსიკას რთავს, რომ როგორმე ყურადღება გადაიტანოს. ქალაქში მალევე ჩადის, სახლში მისული ეგრევე ჰოსოკს უგზავნის შეტყობინებას, რადგან ბიჭმა სთხოვა დაბრუნებისთანავე შეეტყობინებინა მისთვის. ჯონი თითქოს არსაიდან ჩნდება მის სახლში.

- რა სახე ჩამოგტირის?- იბუზება ჰოსოკი და სავარძელში ეშვება,- სად იყავი?

- ჯონგუკთან.

- ბოლოს და ბოლოს მეტყვი რა ხდება თქვენ ორს შორის? ცოტა არ იყოს ძაან დიდ გაუგებრობაში ვარ და აღარ შემიძლია ასე ყოფნა,- ატრიალებს თვალებს.

- მას მოვწონვარ,- მაშინვე ჭყეტს თვალებს ჰოსოკი,- პრობლემა სწორედ ის იყო, რომ როცა გავიგე, საშინლად მოვიქეცი.

By My SideWhere stories live. Discover now