ჯონგუკი დღეს ბედნიერია. ჯიმინის დაბადების დღეზე წავიდა. უარს არ ამბობდა და თეჰიონსაც არ მოუწია ბევრი წუწუნი. სახლში პირდაპირ გამზადებული მივიდა, ჯონგუკს ხელი დაავლო და მანქანაში ჩაისვა, მიუხედავად იმისა, რომ დილით მშობლებთან საუბრის შემდეგ, ცუდ ხასიათზე იყო, ახლა მაინც არ შეიმჩნევდა ამას ჯონგუკთან.
სახლში არც ისე ბევრი ხალხი დახვდათ, უმცროსი მაინც არ გრძნობს თავს კარგად, მაგრამ ესმის ისიც, რომ ჯიმინი ანტისოციალური ადამიანი არ არის და უყვარს საზოგადოებაში ტრიალი. დივნის ერთ კუთხეში თავსდება, ხელში ალკოჰოლით სავსე ჭიქით, თან ბავშვებს ათვალიერებს. ნაცნობები არ არიან, მაგრამ ვისაც იცნობს ისინიც არ ჩანან, მოსვლის შემდეგ თეჰიონი ჰოსოკთან ერთად სადღაც გაუჩინარდა. თვალიც არ მოუკრავს, ფიქრობს ალბათ სამზარეულოშია, საპირფარეშოში, ან რომელიმე ოთახში... გოგოსთან ერთად.
ჯონგუკი დუმს. სვამს იქამდე, სანამ შეუძლია. სასმელში იკლავს ყველა დარდს და ფიქრებს. გარშემო ხმაური თითქოს ვერ აღწევს მის ყურამდე, ასეც კარგია, ასე ბევრად უკეთესია, არც სჭირდება მეტი.
- რატომ მოიწყინე?- მის გვერდით ჯიმინი ეცემა. ისედაც ეტყობა როგორი ნასვამია, კილომეტრიდანაც კი იგრძნობა ალკოჰოლის სუნი.
- არ მომიწყენია,- მხრებს იჩეჩს ჯონგუკი,- უბრალოდ, ვისაც კი ვიცნობ ყველა სადღაც დაიკარგა და მარტომ გადავწყვიტე დალევა.
- წამოდი სამზარეულოში, ბიჭები იქ არიან,- ეღიმება პაკს და ხელს მაჯაში ავლებს. ჯონგუკს მარჯვენა ხელში მოთავსებული ჭიქა უვარდება. არ დარდობს ამაზე, ისედაც ცარიელი იყო. სამაგიეროდ, გზად მაგიდიდან იღებს ახალს, ამჯერად ქილას. სამზარეულოში მართლაც სხედან ბიჭები, ჰოსოკი ჯერ ფეხზე დგას, ტელეფონზე ვიღაცას ესაუბრება გაბრაზებული, ნამჯუნი ხელში ბანქოს ათამაშებს, ალბათ რაღაც მაგიური ხრიკის გაკეთება სურს, რაც აშკარად არ გამოსდის, აი თეჰიონი კი...
YOU ARE READING
By My Side
Action- ჯონგუკ, გთხოვ,- ხელს იშვერს მისკენ,- არ მინდა შენი დაკარგვა, გემუდარები. - სურვილი აღარ მაქვს შენთან შეხვედრის,- მისი ხმა ექოსავით ჩაესმის კიმს, პირდაპირ გულისკენ იკვლევს გზას და აიძულებს მწარედ დაარტყას,- შემთხვევითაც კი. - 12.03.22 - 05.04.22